– რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორებს?
– ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე საკუთარ თავს ვეცნობი. მიჭირს, გითხრათ, როგორები იყვნენ ისინი. რთულია, მათში საერთო იპოვო. ბოლო პერიოდში დავფიქრდი, რომ ამ ადამიანებს ერთი ძირითადი საერთო აქვთ – დღემდე შემომრჩნენ და დღემდე ვმეგობრობ
– თქვენი რომანებიდან ყველაზე ხანმოკლე და ყველაზე ხანგრძლივი რომელი იყო?
– ყველაზე ხანგრძლივი მახსენდება 2 წელი, ხანმოკლე იყო 2 კვირა.
– 2 კვირაში ურთიერთობის დასრულებას როგორ ახერხებთ?
– გიყიდიათ კაბა, რომელზეც მაღაზიაში გადარეულხართ და მერე აღარ ჩაგიცვამთ? იგივე შეგრძნება დამეუფლა მათი გაცნობის დროს. მერე კი გარდერობშიც არ გავაჩერე და მაშინვე გავაჩუქე. იხილეთ სრულად