შორენა
- დიდი ხანია მინდოდა ქველმოქმედებით დავკავებულიყავი. ამიტომ ჩემს ფეისბუქის გვერდზე დავდე იმ ნივთების ფოტოები, რომელთა გაყიდვიდან შემოსულ თანხას მოხუცთა თავშესაფარს გადავცემ. მინიმუმ 20 ათასი დოლარის ღირებულების ნივთებია, თუ ყველაფერი გაიყიდება, მათთვის ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება ხალხის აგრესიასა და ცინიზმს, ეს საქველმოქმედო აქციაა და როცა იქაც კი უარყოფით კომენტარებს წერენ, ეს გულს მტკენს და მაღიზიანებს. ვისთვისაც კეთდება, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან და დახმარებას ელოდებიან. დანარჩენები უსაქმური ხალხია და ჩემი ნაბიჯი ცუდად ამიტომ გაიგეს. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებს და ბავშვთა და სხვადასხვა სოციალურად დაუცველთა სახლებს დავეხმარები.
- კომენტარებში ნახსენები ,,ერმესის"" ჩანთა, რომელსაც 10 ათას დოლარად ყიდით, მართლა 30-50 ათასი დოლარი ღირს?
- დიახ, ეს ჩანთა არის შეზღუდული გამოშვების და სულ რამდენიმეა კოლექციაში. სირაქლემას ტყავის "ბირკინი". ამან ბევრი გააღიზიანა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს. ყველაფერი აღიზიანებს ამ ხალხს. ჩანთის მიმართ დაინტერესება დიდია, მაგრამ საქართველოდან არც ერთი წინადადება არ მიმიღია. უფრო კიევიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან მწერენ.
- თქვენ როგორღა შეიძინეთ, ამხელა თანხის ჩანთაში გადახდა ადვილი არ იქნებოდა...
- არ შემიძენია, საჩუქარია.
იხილეთ სრულად




















