19 ოქტომბერი, 2013
„საქართველოში ასეა მიღებული, მამაკაცსაც დაგაორსულებენ“
ყველაფერი აღიზიანებს ამ ხალხს. ჩანთის მიმართ დაინტერესება დიდია, მაგრამ საქართველოდან არც ერთი წინადადება არ მიმიღია რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილმა თავის ,,ფეისბუქის" გვერდზე საკუთარი ტანსაცმელი, ჩანთები და სამკაულები გასაყიდად გამოიტანა. ,,მინდა დავეხმარო ხანდაზმულთა პანსიონატს" - წერს ქართველი სექს-სიმბოლო. კომენტარების მიხედვით ბევრი მის საქციელს უარყოფითად აფასებს, წერენ, რომ უჭირს და ამიტომ ყიდის, ბევრი კი მიიჩნევს, რომ მისი ნაცვამი სამოსი არავის ჭირდება. ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც შორენას გესლიანად "ჩაურტყა" – ათიათასდოლარიან ჩანთას რომ ყიდულობდი, ქველმოქმედებაზე მაშინ გეფიქრაო.

შორენა
ბეგაშვილი:

- დიდი ხანია მინდოდა ქველმოქმედებით დავკავებულიყავი. ამიტომ ჩემს ფეისბუქის გვერდზე დავდე იმ ნივთების ფოტოები, რომელთა გაყიდვიდან შემოსულ თანხას მოხუცთა თავშესაფარს გადავცემ. მინიმუმ 20 ათასი დოლარის ღირებულების ნივთებია, თუ ყველაფერი გაიყიდება, მათთვის ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება ხალხის აგრესიასა და ცინიზმს, ეს საქველმოქმედო აქციაა და როცა იქაც კი უარყოფით კომენტარებს წერენ, ეს გულს მტკენს და მაღიზიანებს. ვისთვისაც კეთდება, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან და დახმარებას ელოდებიან. დანარჩენები უსაქმური ხალხია და ჩემი ნაბიჯი ცუდად ამიტომ გაიგეს. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებს და ბავშვთა და სხვადასხვა სოციალურად დაუცველთა სახლებს დავეხმარები.

- კომენტარებში ნახსენები ,,ერმესის"" ჩანთა, რომელსაც 10 ათას დოლარად ყიდით, მართლა 30-50 ათასი დოლარი ღირს?

- დიახ, ეს ჩანთა არის შეზღუდული გამოშვების და სულ რამდენიმეა კოლექციაში. სირაქლემას ტყავის "ბირკინი". ამან ბევრი გააღიზიანა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს. ყველაფერი აღიზიანებს ამ ხალხს. ჩანთის მიმართ დაინტერესება დიდია, მაგრამ საქართველოდან არც ერთი წინადადება არ მიმიღია. უფრო კიევიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან მწერენ.

- თქვენ როგორღა შეიძინეთ, ამხელა თანხის ჩანთაში გადახდა ადვილი არ იქნებოდა...

- არ შემიძენია, საჩუქარია.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS