07 დეკემბერი, 2016
როგორ დაიკლო თამო ვაშალომიძემ 10 კილო - ''თუ საჯდომი ფორმას არ დაკარგავს, ვაპირებ კიდევ სამი კილოს დაკლებას''

მოდელი თამო ვაშალომიძე ყოველთვის ჯანსაღი წესით ცხოვრობდა. ვარჯიშის დროს გადაღებული ფოტოები არაერთხელ აუტვირთავს სოციალურ ქსელში. ბოლო დროს კი წონაში საგრძნობლად დაიკლო. 

თუ როგორ მოახერხა მოდელმა არასასურველ კილოგრამებთან დამშვიდობება, ამის შესახებ რამდენიმე კითხვით მივმართეთ. 

- ამ ბოლო დროს, ნამდვილად, განსაკუთრებულად შესაშურად გამოიყურებით, მოგვიყევით დიეტის შესახებ.
- ერთი წლის წინ გადაღებული ფოტო ვნახე და მე თვითონ გაოცებული დავრჩი იმხელა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ ფოტოებს შორის.

დაახლოებით 2 თვეში დავიკელი 9- 10 კილო, ვარ 59 კილო და თუ
საჯდომი ფორმას არ დაკარგავს, ვაპირებ კიდევ სამი კილოს დაკლებას.

ხშირად მეკითხებიან, სახეზე პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გააიკეთეო, არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ წონაში დაკლებასთან ერთად სახე გამომეკვეთა.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორ დაემშვიდობონ არასასურველ კილოგრამებს?
- ამოიღონ კვების რაციონიდან პური, შაქარი, მარილიანი და ცხიმიანი პროდუქტი. სასურველია მოხარშული ხორცი, კვერცხი, თევზი და შვრიის ფაფა.

მე საათობრივად არ ვიკვებები, ჩემი დატვირთული განრიგიდან გამომდინარე შეიძლება დღეში ორჯერ ვჭამო. აუცილებელია დიეტის დარღვევა. ათ ან თხუთმეტ დღეში ერთნაირ კვების რეჟიმს ორგანიზმი ეჩვევა და კლების პროცესი ნელდება, ამიტომ ყოველი თხუთმეტი დღის შემდეგ მაინც, აუცილებლად უნდა დაარღვიო დიეტა და მიირთვა შოკოლადები, ხორცი ან სხვა მონატრებული კალორიული საკვები.

დიეტის დარღვევის შემდეგ, უჭირთ ხოლმე თავიდან დაწყება და ეს არის პრობლემა, მაგრამ ერთ დღიანი "განტვირთვის" შემდეგ, აუცილებლელია კვლავ დიეტური საჭმელებით მსუბუქად გამოიკვებოთ.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS