07 დეკემბერი, 2016
ნანი ბრეგვაძე პირადზე - ''ჩემი ქმარი ციხიდან რომ გამოვიდა, ეკას გავუწიე ანგარიში და შევურიგდი, მაგრამ''...
ნანი ბრეგვაძემ პირადი ცხოვრებისა და მეუღლის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

მომღერლის თქმით, სიმღერამ გადაატანინა ყველა სირთულე და აუნაზღაურა ყველა დანაკლისი.

"ჩემი მეუღლე ყოველთვის მეუბნებოდა, ნანი, შენ მომღერლად დაიბადე, არასდროს შეწყვიტო სიმღერა, დადგება დრო, შენ იქნები ძალზე პოპულარული, გექნება დიდი სახლი საკუთარი სადარბაზოთი და დაცვით და იცხოვრებ ისე, როგორც უცხოელი ვარსკვლავები ცხოვრობენო''…

მომღერალი გულდაწყვეტილი საუბრობს, რომ მიუხედავად ასეთი მხარდაჭერისა, მათი ოჯახი მაინც დაინგრა.

''მჯერა, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, აუცილებლად ისე უნდა მოხდეს, ასეა საჭირო. მე უნდა
შევხვედროდი მერაბ მამალაძეს, კარგი გარეგნობის მქონე ვაჟკაცს, კარგი ოჯახის შვილს, შეგყვარებოდა ერთმანეთი და შეგვძენოდა ეკა.

ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო, ჩემი ოჯახისთვისაც სასურველი და მიღებული სიძე გახლდათ. ყოველთვის ხელს მიწყობდა, გასტროლებზეც დამყვებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ გაუძლო, ცოლის პოპულარობა ქართველ კაცებზე დამთგრუნველად მოქმედებს. ჩვენ კამათს და დავიდარაბას მიჩვეულები არ ვიყავით და დავცილდით ერთმანეთს.

მერე მერაბი დაიჭირეს, კარგა ხნის შემდეგ გამოვიდა ციხიდან. ეკა 14 წლის იყო, სიგიჟემდე უყვარდა მამა, მეც ანგარიში გავუწიე შვილის სურვილს, ჯერ კიდევ ღვიოდა სიყვარული და შევრიგდით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა ხანში დავშორდით და უკვე სამუდამოდ"

ნანი ბრეგვაძე იხსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეუღლემ იოგას აზიარა:

"ჩემი მეუღლე ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე კარგად იყო დაუფლებული იოგას და მეც მაზიარა ამ ხელოვნებას. ყოველდღე ვვარჯიშობდი და არის ერთი პოზა "სანთელი", რაც თავზე დგომას ნიშნავს, იმასაც საუცხოოდ ვასრულებდი.

ახლა დიდი სპორტულობით აღარ გამოვირჩევი. მართალია, გარეთ ნაკლებად ვსეირნობ, მაგრამ ჩემს სახლში ოთახიდან ოთახში ძალიან ბევრს ვმოძრაობ".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
გაიოზი
მაღალმა ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთველად უმყოფოს საქართველოს, მისი მართლაც გამორჩეულად კარგი და სასახელო შვილი, მისი უდიდებულესობა ქალბატონი ნანი შთამომავლობასთან ერთად.
16:26 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
სიმღერით ახლა ვერავინ ვერავის გააკვირვებს,მაგრამ ქალობით ნანის ბადალი არ ყავს საქართველოს არისტოკრატიაში.მე მას ვეთაყვანები.
14:27 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მიყვარს ეს ქალი ძალიან!
12:04 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ენი
მუდამ არისტოკრატი...
11:36 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
tamari
ნანი არის ლეგენდა,სისადავის,გემოვნების,საოცარი მომხიბვლელობის და ნიჭიერების მქონე ქალბატონი... დღემდე მონუსხული ვუსმენ და ვუყურებ,ველოდები ეკრანზე,მიყვარს... უბერებელი და პოზიტივით სავსე... ის ალამაზებდა ჩემს ცხოვრებას ბავშვობიდან დღემდე დღეგრძელობას და ბედნიერებას ვუსურვებ ჩემი ოჯახის სახელით
09:57 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მე მაშინ ბავშვი ვიყავი.
როგორ მიყვარს ქალბატონი ნანი. ნამდვილი ვარსკვლავია. პირველად "ორერა სრული სვლით" რომ ვნახე გადავირიე. მაშინ ხშირად არ იმეორებდნენ რაიმე სახის გადაცემას და წლობით ველოდით კიდევ ერთხელ რომ გვენახა. მერე ხომ, მთლად რუსული რომანსების დედოფალი გახდა და ოსტანკინოს სტუდია სულ ნანის იწვევდა ელიტარულ კონცერტებზე.
21:45 / 07-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS