ივენთი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
EASTER ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტია, რომელიც მუსიკოსმა შტაინ ომარმა და პროდიუსერმა მაქს ბოსმა დააარსეს. მათ პირველმა ალბომმა Ur a Great Babe (2011 წელი) დიდი წარმატება მოუტანა.
ინდი პოპ ბენდის შემოქმედება სოციალური ტექსტებით გამოირჩევა და შექმნის დღიდან აკეთებს აქცენტს სექსუალობასა, თუ სხვა აქტუალურ თემაზე.
2012 წელს ბენდმა ახალი ალბომი, The Softest Hard გამოუშვა.
დუეტი Do It Yourself მიმდევარია - ისინი თავად წერენ მუსიკას და თავად ქმნიან ვიდეოკლიპებს ნამუშევრებისთვის.
გარდა მუსიკალური შემოქმედებისა, წყვილი 2014 წლიდან მოყოლებული სატელევიზიო სერიალზე მუშაობდა -Sadness Is An Evil Gas Inside Of Me - ასე ჰქვია საპნის ოპერას, რომელიც ადამიანთა ორ ჯგუფზე მოგვითხრობს - ისინი თავიანთ მიკროსამყაროში უცხოთა ჩამოსვლას უმკლავდებიან.
დუეტი აქტიურად აპელირებს სოციალურ საკითხებზე. მაგალითად, 2016 წლის შემოდგომაზე გამოსული ტრეკი Kinds of Fruit აბორტის უფლებაზე აკეთებს აქცენტს. მათი პროექტი HER OWN მიზნად ისახავს ადამიანის სექსუალობის გამიჯნვას მისი რეპროდუქციული უნარებისაგან.
SPACEHALLწერეთლის 2 ნომერში, Dinamo Arenas-ს ქვეშ მდებარეობს. ივენთი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.