არადა, ამ საქმის გამო უცხოეთში წასული ქართველი ქალები თურმე ისეთი პოპულარულები ხდებიან, რომ მათზე მოთხოვნა სულ უფრო მატულობს. ეს აშკარად იმაზეც მიუთითებს, რომ მაინცდამაინც არც ქართველი მამაკაცები ბრწყინავენ და უცხოეთში პრაქტიკაგავლილი, კომპლექსებმოხსნილი მეძავები მათ მოთხოვნებს უკეთ აკმაყოფილებენ.
- არ გაგიკვიდეთ და არაპროფესიონალიზმის პირველი მიზეზი უწიგნურობა ყოფილა. სექსმუშაკი, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, კითხვისთვისაც უნდა პოულობდეს დროს. ''კამასუტრა'' კი მისი სამაგიდო წიგნი უნდა გახდეს.
- მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ქართველი მეძავები თავს არ უვლიან. ზედმეტი წონა და მოუქნელობა ყველაფერში, უფრო მეტად კი სექსში უშლის ადამიანს ხელს. ამიტომაა, რომ უცხოეთში, საქართველოსგან განსხვავებით, სპორტული დარბაზები სავსეა.
ასე რომ, ქართველო სექს მუშაკებო, ბევრი იკითხეთ, საწყის ეტაპზე თუნდაც მხოლოდ ''კამასუტრა'' და რაც მთავარია, მიხედეთ ჯანმრთელობას და გარეგნობას. სავარაუდოდ შედეგიც არ დააყოვნებს.
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის