04 აგვისტო, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანის და ნინი ქარსელაძის ჩხუბის სკანდალური დეტალები
იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არც ისე ცხელი დღეები გვიდგას, შოუბიზნესის ეპიცენტრმა უკვე დიდი ხანია შავიზღვისპირეთში გადაინაცვლა. ცოტა ხნის წინ ბათუმმა დავით ევგენიძეს უმასპინძლა. კონცერტს სხვა `ფეისებთან~ ერთად ნინი ქარსელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ.

ხომ იცით, თბილისში და მით უფრო ბათუმში არაფერი იმალება და მალე გავრცელდა ჭორი, რომ ბათუმში სერიზული ჩხუბი მოხ
და. როგორც აღმოჩნდა, კონცერტის მერე ახალგაზრდებს დაულევიათ. ნინი ნანუკასთან მისულა და უთქვამს, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკას უკმეხად უპასუხია. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულა და ჟურნალისტს მომღერალი თმით უთრევია.

იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. ერთი სიტყვით, ეს ამბავი მართლაც გასარკვევი იყო და შესაბამისად ორივე მხარისგან ვცადეთ ინფორმაციის მოპოვება. უნდა ვაღიარო, რომ ნანუკა ბევრად ინფორმაციული აღმოჩნდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:
- ნანუკა, ნინი ქარსელაძესთან კონფლიქტის შესახებ მინდა გკითხო. ამბობენ, საქმე სასამართლომდეც მივიდაო.
- სასამართლოში? არა მგონია. ვიღაცეებმა იჩხუბეს. ნამდვილად დაგვკითხეს ორივე. როგორც ვიცი, ჩვენს გარდა კიდევ ბევრი დაიკითხა, ვინც იქ ვიყავით. ევგენიძის კონცერტზე მოხდა ეს ამბავი.
- ამბობენ, ჩხუბი შენსა და ნინის შორის მოხდა. ნინიმ ნანუკას უთხრა, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკამ აგდებით უპასუხა და მერე სულ თმით ითრიაო. ახლა კიდევ ამბობს, თუ უნდა, ნინის თმის გადანერგვის ფულს მივცემო.
- კარგი რა, სერიოზული მკითხე რამე.

Rating

იგივე შეკითხვით ნინი ქარსელაძესაც მივმართეთ.
ნინი ქარსელაძე:
- ჩემსა და ნანუკას შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. სხვა თემაზე კომენტარს არ ვაკეტებ (საინტერესოა, რომელ თემას გულისხმობდა ნინი, მას მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი).

ზურა ხაჩიძე:
- ჭორია, არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
მინდია
ბათუმში ისვენებენო. გულაობენო.მერე ჩხუბობენო...ვაიმე, ქირა მაქვს გადასახდელი, ფული არ მაქვს და ბინის პატრონი მაგდებს..დამეხმარეთ...
07:43 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
თქვენი, ჟურნალისტების ბრალია რომ ასეთი ხალხი პოპულარულია...
19:26 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ისე მაგ ნანუკასაც უნდოდა ჩანგალი
18:51 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატ
მეტი საკმე არა გაკვტ ხალხო?
18:34 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
გოიმო ჟურნალისტებო,წერეთ ქართულად,ვიცით რომ უკიდეგანოდ განათლებულები ხართ,ჩვენც ვიცით FACE რასაც ნიშნავს,მაგრამ წაგვლეკა ამ ინგლისური სიტყვების ბრახა-ბრუხმა თქვენი გამოისობით.წერეთ ქართულააააააად.
17:23 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS