04 აგვისტო, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანის და ნინი ქარსელაძის ჩხუბის სკანდალური დეტალები
იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არც ისე ცხელი დღეები გვიდგას, შოუბიზნესის ეპიცენტრმა უკვე დიდი ხანია შავიზღვისპირეთში გადაინაცვლა. ცოტა ხნის წინ ბათუმმა დავით ევგენიძეს უმასპინძლა. კონცერტს სხვა `ფეისებთან~ ერთად ნინი ქარსელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ.

ხომ იცით, თბილისში და მით უფრო ბათუმში არაფერი იმალება და მალე გავრცელდა ჭორი, რომ ბათუმში სერიზული ჩხუბი მოხ
და. როგორც აღმოჩნდა, კონცერტის მერე ახალგაზრდებს დაულევიათ. ნინი ნანუკასთან მისულა და უთქვამს, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკას უკმეხად უპასუხია. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულა და ჟურნალისტს მომღერალი თმით უთრევია.

იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. ერთი სიტყვით, ეს ამბავი მართლაც გასარკვევი იყო და შესაბამისად ორივე მხარისგან ვცადეთ ინფორმაციის მოპოვება. უნდა ვაღიარო, რომ ნანუკა ბევრად ინფორმაციული აღმოჩნდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:
- ნანუკა, ნინი ქარსელაძესთან კონფლიქტის შესახებ მინდა გკითხო. ამბობენ, საქმე სასამართლომდეც მივიდაო.
- სასამართლოში? არა მგონია. ვიღაცეებმა იჩხუბეს. ნამდვილად დაგვკითხეს ორივე. როგორც ვიცი, ჩვენს გარდა კიდევ ბევრი დაიკითხა, ვინც იქ ვიყავით. ევგენიძის კონცერტზე მოხდა ეს ამბავი.
- ამბობენ, ჩხუბი შენსა და ნინის შორის მოხდა. ნინიმ ნანუკას უთხრა, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკამ აგდებით უპასუხა და მერე სულ თმით ითრიაო. ახლა კიდევ ამბობს, თუ უნდა, ნინის თმის გადანერგვის ფულს მივცემო.
- კარგი რა, სერიოზული მკითხე რამე.

Rating

იგივე შეკითხვით ნინი ქარსელაძესაც მივმართეთ.
ნინი ქარსელაძე:
- ჩემსა და ნანუკას შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. სხვა თემაზე კომენტარს არ ვაკეტებ (საინტერესოა, რომელ თემას გულისხმობდა ნინი, მას მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი).

ზურა ხაჩიძე:
- ჭორია, არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ნინა
კომენტარებია -იცინო თუ იტირო არ იცი...ან არ წაუკითხავთ ინტერვიუ და ისე აკომენტარებენ ან ტექსტის გაგების პრობლემასთან გვაქვს საქმე
16:53 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ნანუკა არის თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ქალი,ნარცისია,ყველგან თავის ოჯახის ცევრებს აკვეხებს,შვილს ცააყვანინა გადაცემა,რომელ უცხოურ შოუებში გინახავთ მსგავსი რამ,ძალიან გააფეტიშეს და ამასაც მეტი რა უნდა
18:26 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
--არაუშავს ,გავა დრო და იტყვიან ეს რამდენ ჭორს გვიგონებენო,
18:16 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაყინი
ნამდვილათ. ამხელა ქალმა როგორ გაბედა პატარა გოგოზე ხელის აწევა?!რომელი ქართველი ღირსეული ქალი აკეთებს ასეთ რამეს მითუმეტეს ცნობილი.
14:57 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნოლსტოპი
ნანუკას რეიტინგის აწევა უნდოდა ნინის ცემით და გამოუვიდა ალბათ.ლალი მოროშკინას მიბაძა მაგ ცემიტ,მაგრამ ლალის უკეთესად გამოსდის ვიდრე ნანუკას.ისე ლალის რო ეთხოვებინა ჩანგალი ალბათ უკეთესად გამოუვიდოდა ალბატ დამეთანხმებით რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო ნანუკამ თავი
14:53 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მაგ ტყუილ მართალში ის მომეწონა, რომ მამის გამო სცემაოო, დანარჩენი მაიმუნობააააა ჩემო ნინი.
14:32 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაყინი
მაგ თეთრ კაბას მიხედე ნანუკა სხვების ცემას რო ანდომებ ენერგიას სასარგებლო აკეთე რამე.ნანუკას ერტ კრივის ხელსაჭყოს ვუყიდი სულ ჩხუბიაქ გადაცემაშიც და გარეთაც.ჰა ჰა
14:13 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაყინი
ნინი ქარსელაძე კარგი გოგოა და ნანუკას ეს აღიზიანებს და მასზე ლამაზი რო არი ისე ნანუკას არც ქატოს ჭამამ უშველა.
14:08 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაყინი
მეტი საქმე არა გაქვთ ხალხნო!რას ჭორაობთ დაუხოციათ ერთმანეთი. ისე სიმართლეს ვერ გაიგებ მაგათგან ყველაფერს მალავენ ადრე თუ გვიან გაირკვევა სიმართლე.მარტო ქუჩის ქალები ჩხუბობენ ქუცაში.სიტყვით ვერ აგვარებენ.ნინის მართალი უთქვამს და მისი უდიდებულესობა ნანუკა რატომ გაბრაზდა სიმართლე არ მოეწონა?უზრდელია ნანუკა.
14:01 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
нинико
ра убедуребаа ра ес нанука жоржолиани сул чхубобс ра!магари скандалури калиа рааа!гаацхала гули ра сул да суквелас рогор ечхубеба! винмем ар шеидзлеба ро моаджинос?????тавши аквс аварднили ра!
13:38 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS