04 აგვისტო, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანის და ნინი ქარსელაძის ჩხუბის სკანდალური დეტალები
იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არც ისე ცხელი დღეები გვიდგას, შოუბიზნესის ეპიცენტრმა უკვე დიდი ხანია შავიზღვისპირეთში გადაინაცვლა. ცოტა ხნის წინ ბათუმმა დავით ევგენიძეს უმასპინძლა. კონცერტს სხვა `ფეისებთან~ ერთად ნინი ქარსელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ.

ხომ იცით, თბილისში და მით უფრო ბათუმში არაფერი იმალება და მალე გავრცელდა ჭორი, რომ ბათუმში სერიზული ჩხუბი მოხ
და. როგორც აღმოჩნდა, კონცერტის მერე ახალგაზრდებს დაულევიათ. ნინი ნანუკასთან მისულა და უთქვამს, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკას უკმეხად უპასუხია. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულა და ჟურნალისტს მომღერალი თმით უთრევია.

იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. ერთი სიტყვით, ეს ამბავი მართლაც გასარკვევი იყო და შესაბამისად ორივე მხარისგან ვცადეთ ინფორმაციის მოპოვება. უნდა ვაღიარო, რომ ნანუკა ბევრად ინფორმაციული აღმოჩნდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:
- ნანუკა, ნინი ქარსელაძესთან კონფლიქტის შესახებ მინდა გკითხო. ამბობენ, საქმე სასამართლომდეც მივიდაო.
- სასამართლოში? არა მგონია. ვიღაცეებმა იჩხუბეს. ნამდვილად დაგვკითხეს ორივე. როგორც ვიცი, ჩვენს გარდა კიდევ ბევრი დაიკითხა, ვინც იქ ვიყავით. ევგენიძის კონცერტზე მოხდა ეს ამბავი.
- ამბობენ, ჩხუბი შენსა და ნინის შორის მოხდა. ნინიმ ნანუკას უთხრა, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკამ აგდებით უპასუხა და მერე სულ თმით ითრიაო. ახლა კიდევ ამბობს, თუ უნდა, ნინის თმის გადანერგვის ფულს მივცემო.
- კარგი რა, სერიოზული მკითხე რამე.

Rating

იგივე შეკითხვით ნინი ქარსელაძესაც მივმართეთ.
ნინი ქარსელაძე:
- ჩემსა და ნანუკას შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. სხვა თემაზე კომენტარს არ ვაკეტებ (საინტერესოა, რომელ თემას გულისხმობდა ნინი, მას მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი).

ზურა ხაჩიძე:
- ჭორია, არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
masurika
Ragac xom unda daceron...
01:16 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
ისეთი ჭორი მაინც დაწერეთ რომ ვინემემ დაგიჯეროთ.......
23:05 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
lela
ჰა,ჰა,ჰა... უსაქმურობამ სადამდე მიგვიყვანა?! აბა სამუშაო იყოს და ხალხი იღლებოდეს, ვის ექნება თავი იკითხოს ეს უაზრო სტატიები, ან ვინ ვის ჩანგალი მოსდო, თუ თმებით ითრია?! რაც აგრესია და ბოღმაა დაგროვილი ხალხში, მუშაობით სასარგებლო ენერგიად უნდა გარდაიქმნას, თორემ სადაცაა აფეთქდება დედამიწა :D :D :D
06:42 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ხალხო რამ გაგაბოროტათ ასეტ კომენტარებს რომ წერტ
22:03 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
არცერთი არ ადადტურებს და ჟურნალისტი მაინც იმტკიცება. ვერაფერი ვერ გავიგე რა
20:23 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ნინი ქარსელაძის სალანძღავი რომ გახდება ნანუკა ჟორჟოლიანი სასაცილოა
20:21 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მისჰა
მოვიდა დრო ამოვარდები მენიუდან ნანუ.
17:47 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგო
ნანუკა დაგაჯვიიი
16:41 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
////
ჰეე ეეე! დარიკო ვარ გლეხის ქალი! სიმონაა ჩემი ქმაარი! ტაში.....
14:18 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რამდენი უარყოფითი აურაა ხალხში დაგროვილი,რომელი ინტერვიუს კომენტარებიც არ წავიკითხე,ყველა ილანძღება,გესლს აფრქვევს! რატომ ვართ ასე გაბოროტებულები,ეტყობა დეპრესირებული საზოგადოება ვართ! ვერ ვიტანთ ერთმანეთს! დავთბეთ ხალხო,დავტკბეთ! ნუ ვჭამთ ერთმანეთს!
12:10 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS