30 აპრილი, 2013
დაშორდა თუ არა ლევან ყოჩიაშვილი ცოლს
ქალაქში ხმა გავრცელდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი მართლაც გაშორდა ცოლსო. ეს ამბავი მსახიობთან გადავამოწმეთ.
„ჩემი ცოლის დაქალების“ რეიტინგმა პიკს მიაღწია. მგონი, საქართველოში ოჯახი არ დარჩა, ამ სერიალის გმირების ცხოვრებით რომ არ ინტერესდებოდეს. განსაკუთრებული ინტერესი ბოლო დროს მოღალატე დათო გოცირიძის ოჯახის მიმართ გაჩნდა. მისი და კბილის ექიმი ნათიას რომანი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, თურმე კლინიკას, რომელშიც დათომ ნათია გაიცნო, საპროტესტო პლაკატებით აჭრელებენ. ამასობაში ქალაქში ხმა გავრცელდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი მართლაც გაშორდა ცოლსო. ეს ამბავი მსახიობთან გადავამოწმეთ.

-
ლევან, ალბათ შეგაწუხეთ უკვე ჟურნალისტებმა, მაგრამ სცენარისტებს მოჰკითხე, შენს გმირს მაყურებლის რისხვა არ ასცდა. გავიგეთ, კლინიკა, სადაც შენი და ნათიას სცენებს იღებთ, განრისხებულ მაყურებელს საპროტესტო პლაკატებით აუჭრელებია. მართალია?

- კი, მართალია, კლინიკის თანამშრომლებმა მორიგ გადაღებაზე მისულებს გვითხრეს, „ძუძუებს ნუ გაცვლი ოჯახზეო“ - მე მომმართავდნენ თურმე. ნინოს უფრო ერჩიან, ის არის ოჯახის დამანგრეველიო, ამბობენ. ქუჩაში გაჩეჩვით ემუქრებიან (იცინის). რამე თუ არ მოვიფიქრეთ, არ ვიცი, რა გვეშველება.
- ინტერნეტში გვერდიც გახსნილა დავით გოცირიძის ოჯახის გადასარჩენად. ამბობენ, თუ საკმარის „ლაიქებს“ დააგროვებს, სცენარისტები სცენარს შეცვლიანო...
- არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ამ შაბათ-კვირას გაირკვევა ყველაფერი. ჯერ არ ვიცი, ვუღალატებ თუ არა ცოლს. ჯერ იტანჯება ის საცოდავი, ხომ ნახეთ, რა დღეშია, როგორ წვალობს.
- ამასობაში ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ლევან ყოჩიაშვილი ცოლს გაშორდა...
- არა, არა, ვიცი რატომაც გაჩნდა ეგ ჭორი, გადამეტებული სათაური იყო, რომ ვითომ ჩემი პირადი ცხოვრება სერიალის გმირის ცხოვრებას დაემსგავსა. მინდა დავამშვიდო ყველა, კარგად ვართ, ერთად ვართ და მშვიდად ვართ.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
ტუკ ტუკ
მაიკო ბოღმა! და როგორი უნდა იყოს ლევანის მეუღლე?
18:47 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დამანგრეველი
მაიკოსო შენ შიგ ხომ არა გააქვს? რეებს ბოდავ, რა შენი საქმეა, როგორია ლევანის მეუღლე?
17:28 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გურამი
ნათია მაგარი გოგოა ძაან
17:02 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
მაიკო რა ბოროტი ხარ!!!!!!!!....მშვენიერი გოგოა ...შენ კი თავხედი ხარ გეტყობა, რომ უშნოც ხარ და შურით სკდები .
16:07 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაი რა გვეშველება
მართლა ვაი რა გვეშველება
15:22 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მიაკო
ნამდვილი ცოლი კი მართლა ძაან შეუხედავია სად ნახე ლევან???
12:16 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუბუ
აუუ, რა თქვენი საქმეა ვინ ვის კოცნის, როგორ კოცნის და ახალი გატაცებულია თუ ძველთან არის? რა უბედურებაა სვის ცხოვრებაში ქექვა და ამით სიამოვნების მიღება ან უაზრო დროის დაკარგვა. ფუუუუუ, რა აუტანელია...:(
11:39 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლლლლ
ვერ ვიტან მაგ ნათიას
11:25 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS