30 აპრილი, 2013
დაშორდა თუ არა ლევან ყოჩიაშვილი ცოლს
ქალაქში ხმა გავრცელდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი მართლაც გაშორდა ცოლსო. ეს ამბავი მსახიობთან გადავამოწმეთ.
„ჩემი ცოლის დაქალების“ რეიტინგმა პიკს მიაღწია. მგონი, საქართველოში ოჯახი არ დარჩა, ამ სერიალის გმირების ცხოვრებით რომ არ ინტერესდებოდეს. განსაკუთრებული ინტერესი ბოლო დროს მოღალატე დათო გოცირიძის ოჯახის მიმართ გაჩნდა. მისი და კბილის ექიმი ნათიას რომანი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, თურმე კლინიკას, რომელშიც დათომ ნათია გაიცნო, საპროტესტო პლაკატებით აჭრელებენ. ამასობაში ქალაქში ხმა გავრცელდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი მართლაც გაშორდა ცოლსო. ეს ამბავი მსახიობთან გადავამოწმეთ.

-
ლევან, ალბათ შეგაწუხეთ უკვე ჟურნალისტებმა, მაგრამ სცენარისტებს მოჰკითხე, შენს გმირს მაყურებლის რისხვა არ ასცდა. გავიგეთ, კლინიკა, სადაც შენი და ნათიას სცენებს იღებთ, განრისხებულ მაყურებელს საპროტესტო პლაკატებით აუჭრელებია. მართალია?

- კი, მართალია, კლინიკის თანამშრომლებმა მორიგ გადაღებაზე მისულებს გვითხრეს, „ძუძუებს ნუ გაცვლი ოჯახზეო“ - მე მომმართავდნენ თურმე. ნინოს უფრო ერჩიან, ის არის ოჯახის დამანგრეველიო, ამბობენ. ქუჩაში გაჩეჩვით ემუქრებიან (იცინის). რამე თუ არ მოვიფიქრეთ, არ ვიცი, რა გვეშველება.
- ინტერნეტში გვერდიც გახსნილა დავით გოცირიძის ოჯახის გადასარჩენად. ამბობენ, თუ საკმარის „ლაიქებს“ დააგროვებს, სცენარისტები სცენარს შეცვლიანო...
- არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ამ შაბათ-კვირას გაირკვევა ყველაფერი. ჯერ არ ვიცი, ვუღალატებ თუ არა ცოლს. ჯერ იტანჯება ის საცოდავი, ხომ ნახეთ, რა დღეშია, როგორ წვალობს.
- ამასობაში ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ლევან ყოჩიაშვილი ცოლს გაშორდა...
- არა, არა, ვიცი რატომაც გაჩნდა ეგ ჭორი, გადამეტებული სათაური იყო, რომ ვითომ ჩემი პირადი ცხოვრება სერიალის გმირის ცხოვრებას დაემსგავსა. მინდა დავამშვიდო ყველა, კარგად ვართ, ერთად ვართ და მშვიდად ვართ.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
თინა
მომწონს ეს მსახიობი და მისი ცოლიც!ცოტა ტაქტი იქონიეთ ხალხო,რა უბედურებაა,ხომ შეიძლება წაიკითხოს ამ გოგომ ეს კომენტარები და გული დასწყდეს.ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ!
13:48 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დადა
კატერინა, არაფერი გაგიკვირდეთ. სხვათა შორის, თავის დროზე ალექსანდრე ყაზბეგმა სწორედ მკითხველის დაჟინებული და კატეგორიული მოთხოვნით შეცვალა "ელგუჯას" ფაბულა, როდესაც მკვდარი ელგუჯა "გააცოცხლა და ამბავი განაგრძო.
10:55 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
უსახელო:))
ხალხო მეტი საქმე არ გააქთ? ეს მართლა შეიდზლება რომ საქართველოში მოხდეს მარტოო რა..... ყველაფრით ხომ საქართვეელოში მომხდარი ამბები ააოცეებს ვეენს გარეშამო ქვეყნებს:@ და ასეთ უტაქტო საქციელზე ხომ ლაპარაკიც აგარ შეიდზლება რა: ამის შემდეგ უმორიჩილესად გთხოვთ რომ გაიგებთ როM ტქვენი სერიალის ესათუ ის გმირი რომელიმე შეუსაბამო როლს თამაშობს თავიდანვე მიბრძანდით სცეენარისტთან და განიხილეეთ ეგ თემა ასე სჯოობ:) არათუ ასე სახალხოდ გასაჯაროვება და პროტესტის გამოხატვა საპნის ოპერის გადაგების დროს. გმერთი გვფარავდეს ქართველ ერს
08:37 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
Mინდა რომ ფილმშI ისე წარიმართოს მოვლენები,როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე.ანუ უღალატოს დათომ ცოლს. Dროა ილუზიებიდან გამოვოდეთ და რეალობას გავუსწოროთ თვალი
01:08 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატერინა
მართლაც რას ჰგავს ლევანის ცოლი, მაგრამ ეგ იქით იყოს... ამ ხალხს სერიოზულად დაჩოჩებული აქვს. მეტი საქმე არ გაქვთ?! ან სახლიდან გასვლა როგორ არ დაგეზარათ იმ კლინიკის ასაჭრელებლად?! ანდა, რა სცენარის შეცვლა, რას მიედ-მოედებით! სცენარისტსაც მაგრად გაუფრენია, თქვენნაირი ხუშტურიანი ხალხის გამო სცენარის შეცვლას თუ აპირებს. მოკლედ, რა, აქაურობას არაფერი არ ეშველება. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს ;(((((.
00:26 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მზია
რა საყვარელი ცოლი ჰყოლია ლევანს სინამდვილეში, ცქრიალა დასასიამოვნო გოგონა ჩანს, გაიხარეთ...
23:06 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მმ
არ არის კვამლი უცეცხლოოოოდ
21:09 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შაროონ
ამ სერიალის სცენარისტებს როგორ არ ევასებათ კაცები. სუყველას რაღაც ცუდი აქვს. იმ წუთში გაიფიქრებ: საწყალი ქართველი ქალები. არადა დაქალებს ვითომ დადებითად აჩვენებენ, ნუთავისი გაგებით.
19:45 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თემო
სექსი აკლია ხალხს და სხვის საწოლში "იქექებიან"
19:25 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
მართლა რას გავს ლევანის ცოლი სად გაჩითა?:/
19:23 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS