30 აპრილი, 2013
დაშორდა თუ არა ლევან ყოჩიაშვილი ცოლს
ქალაქში ხმა გავრცელდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი მართლაც გაშორდა ცოლსო. ეს ამბავი მსახიობთან გადავამოწმეთ.
„ჩემი ცოლის დაქალების“ რეიტინგმა პიკს მიაღწია. მგონი, საქართველოში ოჯახი არ დარჩა, ამ სერიალის გმირების ცხოვრებით რომ არ ინტერესდებოდეს. განსაკუთრებული ინტერესი ბოლო დროს მოღალატე დათო გოცირიძის ოჯახის მიმართ გაჩნდა. მისი და კბილის ექიმი ნათიას რომანი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, თურმე კლინიკას, რომელშიც დათომ ნათია გაიცნო, საპროტესტო პლაკატებით აჭრელებენ. ამასობაში ქალაქში ხმა გავრცელდა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი მართლაც გაშორდა ცოლსო. ეს ამბავი მსახიობთან გადავამოწმეთ.

-
ლევან, ალბათ შეგაწუხეთ უკვე ჟურნალისტებმა, მაგრამ სცენარისტებს მოჰკითხე, შენს გმირს მაყურებლის რისხვა არ ასცდა. გავიგეთ, კლინიკა, სადაც შენი და ნათიას სცენებს იღებთ, განრისხებულ მაყურებელს საპროტესტო პლაკატებით აუჭრელებია. მართალია?

- კი, მართალია, კლინიკის თანამშრომლებმა მორიგ გადაღებაზე მისულებს გვითხრეს, „ძუძუებს ნუ გაცვლი ოჯახზეო“ - მე მომმართავდნენ თურმე. ნინოს უფრო ერჩიან, ის არის ოჯახის დამანგრეველიო, ამბობენ. ქუჩაში გაჩეჩვით ემუქრებიან (იცინის). რამე თუ არ მოვიფიქრეთ, არ ვიცი, რა გვეშველება.
- ინტერნეტში გვერდიც გახსნილა დავით გოცირიძის ოჯახის გადასარჩენად. ამბობენ, თუ საკმარის „ლაიქებს“ დააგროვებს, სცენარისტები სცენარს შეცვლიანო...
- არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ამ შაბათ-კვირას გაირკვევა ყველაფერი. ჯერ არ ვიცი, ვუღალატებ თუ არა ცოლს. ჯერ იტანჯება ის საცოდავი, ხომ ნახეთ, რა დღეშია, როგორ წვალობს.
- ამასობაში ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ლევან ყოჩიაშვილი ცოლს გაშორდა...
- არა, არა, ვიცი რატომაც გაჩნდა ეგ ჭორი, გადამეტებული სათაური იყო, რომ ვითომ ჩემი პირადი ცხოვრება სერიალის გმირის ცხოვრებას დაემსგავსა. მინდა დავამშვიდო ყველა, კარგად ვართ, ერთად ვართ და მშვიდად ვართ.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
მზია
ღმერთო ჩემო, რა პროვინციალიზმია გამეფებული ჩვენს ქვეყანაში!.........
13:04 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
მე ვიცნობ პირადად ლევანის ცოლს ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა, უბრალოდ არაფოტოგენურია. ლევანის არაფრით ჩამოუვარდება. რეებს კადრულობთ ზოგიერთები.
18:58 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
mari
ლევანი გონს მოეგე არაფერი არ ღის ამ ცხოვრებაში ოჯახის დანგრევის კი არა შენი შვილების ცრემლების ფასად. არც პოპულარულობა და არც სხვა ქალი. შენ პოპულალური და საყვარელი სწორედ შენი კარგი და წესიერი ქმრის იმიჯით გახდი რომელიც რეალურ და 'სატელევიზიო გქონდა. თუ სატელევიზიო სცენარს შენ არ წერ, შენს საკუთარს ხომ შენ თვითონ წერ?
18:54 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
მაიკოს, მთავარი ადამიანობაა და არა გარეგნობა. თუმცა, ლევანის ცოლს შეუხედავობა არ ემჩნევა. ლევანი ძალიან კარგი ადამიანი და კარგი ოჯახიშვილია და ცუდს ნამდვილად არ აირჩევდა. ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ.
18:51 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ყველამ თავის გარეგნობას მიხედოს
16:07 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაკო
დედას გეფიცებით სტატიაზე ძალიან კომენტარებზე თუ არ ვხალისობდე :დდდდ ერთი იტყვის ცუდს, მერე დაესევიან კეთილის მსურველები , და ბოლოს მიდის ქართველების ლანძღვა რომ შUრიანები და ჭორიკნები ვართ :დდდდდდდდდდდდდ :DDDDDDDDDDDDDდ
14:46 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
MარიაMო : ))
ნეტა მეტი საქმე არა გვაქვს ამ ქართველებს, სხვის ცხოვრებაში ცხვირს რომ ვყოფთ?? ყველამ თავის დალაგებულ თუ დაულაგებელ ცხოვრებას მიხედოს..
14:37 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ოოო და ო
ხო და ასე ბედნიერები შეაბერდიტ ერტმანეეეეეთს.
17:07 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა25
კარგი წყვილი ხართ,უფალმა დაგლოცოთ :)
16:21 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანანო
თქვენ ვინ გკიტხავტ ლევანის ცოლი რას გავს და რას არა............ჭორიკნები ხარტ და მეტი საქმე არ გაქვთ,უსაქმურებო.დააცადეთ სცენარისტს კიდე მუშაობა,როგორც დაწერს ისეა კარგი,რაა აქმდე ხალხის აზრი იდო სცენარში რა უნდა შეცვლილიყო და რა არა.ლევანის პერსონა დიდად არ მაღელვებს,ყველაზე საინტერესო ნელიკოა,გაიხაროს ბაია დვალიშვილმა,მაგარი მსახიობია.ის რომ არ იყოს,არ ვუყურებდი სერიალს.და არა მარტო მე
15:52 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS