09 ივლისი, 2013
ირაკლი კუტალაძეს სოციალურ ქსელში ლექსებს უძღვნიან
მალე ნინი გოგონას გააჩენს და სავარაუდოდ საზოგადოება კიდევ დიდხანს ისაუბრებს, როგორ განვითარდება წყვილის ცხოვრებაში მოვლენები.
ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის წყვილის დაშლა ''ფეისბუქზე''  მძიმედ გადაიტანეს. პირველი სამი დღე, კუტალაძეს ინტერვიუს შინაარსის გამო აკრიტიკებდნენ. ზოგი გმობდა და მის საქციელს არაკაცურს უწოდებდა, ზოგიერთები კი კახიანების ოჯახს ადანაშაულებნენ.

ვნებათაღელვა მინელდა და სკანდალით დაწყებული ისტორია აბსურდად იქცა. სოციალური ქსელი აჭრელდა უცნაური ნიუსებით ''ირაკლი კუტალაძე ნადირობს'' , ''ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ერთობა'' , ''ნინი ბადურაშვილის ყოფილმა ქმარმა დაბადების დღე გადაიხადა",
"წარბებში დამალული მაჩო- ვინ არის ირაკლი კუტალაძე" და სხვა უამრავი.

მალე სპეციალური გვერდებიც კი შექმნეს, ზოგი მის მხარდასაჭერად, ზოგიც გასაშარჟებლად.

''რა ხდება, არაფერია ახალი ბადურაშვილზე, თუ გადავბრუნდე და დავიძინო'' ...
''დღეს ირაკლი კუტალაძეს არაფერი უთქვამს, ნუ დაგვხოცეთ'' ...
''დილა მშვიდობისა, ჰა, ბადურაშვილის ცხელ-ცხელი განცხადებები დამახვედრეთ'' ...
''მიდი ნინი, მთელი საქართველო შენს ოჯახში ვართ'' ...
ერთ-ერთმა მომხარებელმა ''ფეისბუქზე'' ნინი ბადურაშვილის სავარაუდოდ ''ყალბ'' პროფილზე ირაკლი კუტალაძეს ლექსიც კი გამოუქვეყნა.
ჩემი მხიარული რითმებიდან
Rating
კუტალაძე ირაკლი, ნახეთ, რა ვაჟკაცია!
ნინი ბადურაშვილი ალბათ მოუტაცია.
შვიდი თვეც არ გასულა, თვალებს აჭყეტს, არა თვლემს.
ფეხმძიმე ცოლს ამტყუნებს, თავის გვარს კი ამართლებს.

სერიალი დღემდე გრძელდება და ირაკლის და ნინის ახალი ნიუსებიც არ აკლიათ. მალე ნინი გოგონას გააჩენს და სავარაუდოდ საზოგადოება კიდევ დიდხანს ისაუბრებს, როგორ განვითარდება წყვილის ცხოვრებაში მოვლენები.

ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ანია
ვაი თქვენს პატრონს უბედურს, მართლა მეტი საქმე რომ არ გაქვთ
21:05 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ბადურაშვილმა ალბათ კარგად იცის "კარდაშიანის" ისტორია, ამიტომაც გაიმეორა... ჯერ კარდაშიანის ქორწილით იყო ყველა ჟურნალი და საიტი აჭრელებული და რამდენიმე თვეში კი მისი განქორწინებით. მართალია ირაკლი.ნინი შვილსაც აჩენს კანონიერად და თავიც კიდევ ერთხელ დაიპიარა ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით.
19:45 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ამ ქალის მხიარულმა რითმებმა ხომ შეგვცა კაროჩე :დ ყველგან რო ამ უნიჭო ლექსებს აქეყნებს
19:22 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ამ კაცს რას ერჩით ვერ გამიგია! რო შეხედავ იასნია რომ ბადურა ფულის გულისთვის გაყვა, ხოდა დედმისისაც მიიღო! და საერთოდ რა შეგ...ით ამ ბადურას თავგადასავლებით, სხვა რამე გამოილია
18:54 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
LIAKO
ვაი, მეტი პრობლემები არ გვაქვს ნეტა....?????
18:52 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილიკო
თუ გვარის გამო გატხოვდა კუტალაძეზე კარგი ვერაფერი ნახა
18:14 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
მე ძალიან მომწონს ირაკლი.დაჟენინიზე ლამაზს შეირთავდა
18:06 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
ვაი ტქვენს პატრონს მეტი პრობლემები ტუ არ აქვს საქარტველოს მოსაგვარებელი ამატი განქორწინების გარდა
18:04 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანნ
მეტი საქმე არ აქვტ ამ ხალხს და რა ქნან არ იციანნნნნ
18:00 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მზეჭაბუკი :)
ის მომეწონა, ძალიან გავხალისდი: ”რა ხდება, არაფერია ახალი ბადურაშვილზე, თუ გადავბრუნდე და დავიძინო” ... :D :P მ ა გ ა რ ი ა ა ... :D :D ...
17:43 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS