09 ივლისი, 2013
ირაკლი კუტალაძეს სოციალურ ქსელში ლექსებს უძღვნიან
მალე ნინი გოგონას გააჩენს და სავარაუდოდ საზოგადოება კიდევ დიდხანს ისაუბრებს, როგორ განვითარდება წყვილის ცხოვრებაში მოვლენები.
ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის წყვილის დაშლა ''ფეისბუქზე''  მძიმედ გადაიტანეს. პირველი სამი დღე, კუტალაძეს ინტერვიუს შინაარსის გამო აკრიტიკებდნენ. ზოგი გმობდა და მის საქციელს არაკაცურს უწოდებდა, ზოგიერთები კი კახიანების ოჯახს ადანაშაულებნენ.

ვნებათაღელვა მინელდა და სკანდალით დაწყებული ისტორია აბსურდად იქცა. სოციალური ქსელი აჭრელდა უცნაური ნიუსებით ''ირაკლი კუტალაძე ნადირობს'' , ''ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ერთობა'' , ''ნინი ბადურაშვილის ყოფილმა ქმარმა დაბადების დღე გადაიხადა",
"წარბებში დამალული მაჩო- ვინ არის ირაკლი კუტალაძე" და სხვა უამრავი.

მალე სპეციალური გვერდებიც კი შექმნეს, ზოგი მის მხარდასაჭერად, ზოგიც გასაშარჟებლად.

''რა ხდება, არაფერია ახალი ბადურაშვილზე, თუ გადავბრუნდე და დავიძინო'' ...
''დღეს ირაკლი კუტალაძეს არაფერი უთქვამს, ნუ დაგვხოცეთ'' ...
''დილა მშვიდობისა, ჰა, ბადურაშვილის ცხელ-ცხელი განცხადებები დამახვედრეთ'' ...
''მიდი ნინი, მთელი საქართველო შენს ოჯახში ვართ'' ...
ერთ-ერთმა მომხარებელმა ''ფეისბუქზე'' ნინი ბადურაშვილის სავარაუდოდ ''ყალბ'' პროფილზე ირაკლი კუტალაძეს ლექსიც კი გამოუქვეყნა.
ჩემი მხიარული რითმებიდან
Rating
კუტალაძე ირაკლი, ნახეთ, რა ვაჟკაცია!
ნინი ბადურაშვილი ალბათ მოუტაცია.
შვიდი თვეც არ გასულა, თვალებს აჭყეტს, არა თვლემს.
ფეხმძიმე ცოლს ამტყუნებს, თავის გვარს კი ამართლებს.

სერიალი დღემდე გრძელდება და ირაკლის და ნინის ახალი ნიუსებიც არ აკლიათ. მალე ნინი გოგონას გააჩენს და სავარაუდოდ საზოგადოება კიდევ დიდხანს ისაუბრებს, როგორ განვითარდება წყვილის ცხოვრებაში მოვლენები.

ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
მაია
ძალიან სიმპატიურია ირაკლი.რეებს წერთ ხალხნო.ნინიზე ასჯერ უკეთესს შეირთავდა.
16:08 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კარგი ხარ
გაგიმარჯოს ირაკლი დროზე მოეგე გონს და თავზე არ დაისვი ქალბატონი რომელიც ცდილობდა შენს მოტყუებას და უნდოდა ეჩვენებინა რომ ბავშვი ვითომ შენი იყო სინამდვილეში კი მთელი ოჯახი გაგამწარებდა-წარმატებებს გისურვებთ
03:29 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დიმკაუსკას
მეც არაფოტოგენური ვარ რამოხდა მერე, ზატო ცოლის და ოჯახის მოყვარული ბიჭი ვარ, დარწმუნებული ვარ ასეთი იქნება ეს ბიჭიც ,,ირაკლი''
13:09 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გურული
დევიფსეთ ნენა.....რაფერც იქნა აი ციცა ქი გავთხუეთ რუსეთში და ქი მოგვიბრუნდა 2 თვეში უკან. საქმეა აიიიი??????მევიჯაყეთ....მევიჯაყეთ.....
09:13 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მომწონს და რა ვქნაა
მომწონს ეს ირაკლი და მომკალით
16:21 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS