02 ივლისი, 2013
ხატია შამუგიას მინისტრი შეუყვარდა...
ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა
უკვე კარგა ხანია, რაც ხატია შამუგია ახალ რომანს მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა ახლო მეგობრებთან თავის ბედნიერებას არ მალავს. როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, საყვარელი მამაკაცი ხატიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, ლისის ტბაზე სეირნობისას გაიცნო. ძალიან მალე ხატიას და ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად. სასიყვარულო ამბების ვრცლად გასაგებად ხატიას დავუკავშირდით.

- ხატია, ბოლო დროს ძალიან გალამაზდი, რა ხდება?
-
სიყვარულმა იცის.
- მოგვიყვევი, ვინ არის, როგორ გაიცანი, დაქორწინებას თუ აპირებთ?
- არა მგონია, ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.
- ვიცი, რომ წინა შეყვარებულმა გული გატკინა.
- დილით რომ დავშორდი ''ცხვირას'', საღამოს ეს ადამიანი გამომიჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ხატიამ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა, როგორც გავიგე, ხატია შამუგიასა და ალექსი პეტრიაშვილის რომანი გასულ წელს დაწყებულა.

ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა, სანამ არ დაშორდნენ, მათი ურთიერთობის ამბავი ბევრმა მათმა მეგობარმა მანამდე ვერ გაიგო.
Rating
წყვილის რომანი კი იმ დღეს დასრულდა, როცა დავით გურგენიძემ ერთ მშვენიერ დღეს ცოლი მოიყვანა. გურგენიძე და შამუგია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ მან გააცნო ისინი ერთმანეთს და სამეგრელოში ხშირად ეპატიჟებოდა.

ცნობილია, რომ ხატია შამუგია საღამოებისა და კონცერტების ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანია, თუმცა ბოლო წლებში მხოლოდ მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტები მიჰყავდა.

წინასაარჩევნოდ, როდესაც ერთ-ერთ რაიონში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ''ნაციონალების'' მაისურების დარიგებისა და მათ მხარდამჭერ კონცერტზე სიმღერის გამო აღელვებული საზოგადოება, როგორც ამბობენ, ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ამბის შემსწრე ხატია შამუგიაც გამხდარა და საბოლოოდ შეწყვიტა ''ნაციონალებთან'' მეგობრობა-თანამშრომლობა.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 122 /
მაკა
ძალიან კარგად ვიცი,რომ მაღალი ეშელონების "სიამოვნება-გართობა" ხალხის ხარჯზე ხდება და მილიონები იხარჯება სახელწიფო ბიუჯეტიდან მათი "ბედნიერებისთვის",მაგრამ რა ვქნათ?! ,ვიცით ბატონო ყველაფერი,ვიცით..
18:35 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკას
იმდენიც არ გესმით, რომ საჯარო მოხელეებს ჩვენი გადასახადებიდან უხდიან ხელფასებს და ამათი უზნეო ცხოვრება არც ისე ლამაზია. თანაც, თუ არ უნდათ ხალხმა ამათზე ილაპარაკოს, რაღას აწერინებენ ამ სულელურ სტატიებს???
18:24 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
***
ერთი ეს გიორგი მაისურაძე მანახა რა როჟაა რა, ამ რუბრიკას რო კაცი დაწერს იმისი....
17:16 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარ
რა ვიცი ყოფილი ნაცი არ არსებობს, შემოგდებული არ იყოს, ისე თუ ყველაფერი გულწრფელია ბედნიერებას ვუსურვებ
16:09 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
shalva
"არა მგონია, ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს" - როგორ შემცდარა მიხვდებოდა ამდენი კომენტარის ნახვისას :)))))))
15:51 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ხალხნო რა თქვენი საქმეა ვინ ვის შეუყვარდა და ა,შ....მიხედეთ თქვენს ცხოვრებას ნუ უძვრებით ყველას იქ,სადაც თქვენი ადგილი არ არის! ყველას თავისი ცხოვრება აქვს,ვინ როგორ ცხოვრობს ამას ღმერთი განსჯის.ჩვენი უბედურება იცით რა არის? სხვის საქმეში მაგრები ვართ,საკუთარი ცხოვრება კი მისახედი გვაქვს.არ გვინდათ ეს იაფფასიანი კომენტარები,კულტურაზე, ინტელექტზე, მაღალ სულიერებაზე,კეთილშობილებაზე,ჰუმანურობაზე რომ მოგვაქვს თავი,ჩავიხედოთ საკუთარ სულში და მაღლა ღმერთს შევხედოთ....
15:50 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ხატია გენაცვალე ღმერთმა ბედნიერი გამკოფოს შენ ამას იმსახურებ
14:30 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ისე მართლა რას გავს ეს ამდენი კრიტიკა და შეურაცხოფა, თქვენი რა საქმეა, ჯობია საკუტარ უკანალს მიხედოთ! ალექსანდრეს ვეთანხმები ვინც ყველაზე მეტს ყვირის პირველი ის გაშლის ფეხებს
13:52 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
და საერთოდ მონაჭორი იქნება ნაცების, მაგათ ხო მეტი არ უნდათ!
13:42 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
მოკლედ ჭკუის სწავლებაში მაგრები ვართ ქართველები! მარი გენაცვალე ის მაინც არ წაგიკითხავს არ განიკითხო და სანამ ვინმეზე ხელს გაიშვერ საკუთარ თავში ჩაიხედეო! დარწმუნებული ვარ ვინც ყველაზე მეტად აკრიტიკებს უარესის მკისრებელია!
13:41 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS