02 ივლისი, 2013
ხატია შამუგიას მინისტრი შეუყვარდა...
ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა
უკვე კარგა ხანია, რაც ხატია შამუგია ახალ რომანს მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა ახლო მეგობრებთან თავის ბედნიერებას არ მალავს. როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, საყვარელი მამაკაცი ხატიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, ლისის ტბაზე სეირნობისას გაიცნო. ძალიან მალე ხატიას და ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად. სასიყვარულო ამბების ვრცლად გასაგებად ხატიას დავუკავშირდით.

- ხატია, ბოლო დროს ძალიან გალამაზდი, რა ხდება?
-
სიყვარულმა იცის.
- მოგვიყვევი, ვინ არის, როგორ გაიცანი, დაქორწინებას თუ აპირებთ?
- არა მგონია, ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.
- ვიცი, რომ წინა შეყვარებულმა გული გატკინა.
- დილით რომ დავშორდი ''ცხვირას'', საღამოს ეს ადამიანი გამომიჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ხატიამ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა, როგორც გავიგე, ხატია შამუგიასა და ალექსი პეტრიაშვილის რომანი გასულ წელს დაწყებულა.

ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა, სანამ არ დაშორდნენ, მათი ურთიერთობის ამბავი ბევრმა მათმა მეგობარმა მანამდე ვერ გაიგო.
Rating
წყვილის რომანი კი იმ დღეს დასრულდა, როცა დავით გურგენიძემ ერთ მშვენიერ დღეს ცოლი მოიყვანა. გურგენიძე და შამუგია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ მან გააცნო ისინი ერთმანეთს და სამეგრელოში ხშირად ეპატიჟებოდა.

ცნობილია, რომ ხატია შამუგია საღამოებისა და კონცერტების ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანია, თუმცა ბოლო წლებში მხოლოდ მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტები მიჰყავდა.

წინასაარჩევნოდ, როდესაც ერთ-ერთ რაიონში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ''ნაციონალების'' მაისურების დარიგებისა და მათ მხარდამჭერ კონცერტზე სიმღერის გამო აღელვებული საზოგადოება, როგორც ამბობენ, ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ამბის შემსწრე ხატია შამუგიაც გამხდარა და საბოლოოდ შეწყვიტა ''ნაციონალებთან'' მეგობრობა-თანამშრომლობა.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 122 /
ნინკა
აბა რა გეგონათ, ახალი მთავრიბა თქვენზე Gაგიჯდებოდა ვინც ა. ზიხართ და საზიზგრობებს წერთ?? ისევ იმათ დასდევენ Iსევ იმათ, იმიტომ, რომ ისინი ალბათ მართლა კაი ტიპები არიან. თუ ცუდი Xარ შEიზლება ერტი შეცდეს და როცა Bევრი გიჯდება შენზე Aლბატ მარტლა მაგარი Xარ. Aსე რომ იჯექიტ წერეტ ილანძგეთ Dა კაი გოგოები Iგულავებენ))))
12:44 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნელი
რა საინტერესოა, ეხლა ახალმა მთავრობის წევრებმა დაიწყეს ცნობადი სახეების ცოლობა, ან ქმრობა? რა უბედურებაა. ხომ ხედავთ მერე უმრავლესობა დაშორებით მთავრდება, დროებითია ბატონებო ყს ყველაფერი.
09:53 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰა,ჰააა...მოდაში ყოფილა? ეხლა დავერევი სხვის ქმრებს>
02:41 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია
ცოდვა ბუმერანგივით არის,ესეც გახსოვდეთ........
02:38 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
არ მესმის,როცა იცი კაცს ცოლი ჰყავს,რატომ უშვებ საქმეს იქამდე? ე.ი.შეგნებულად აკეთებ,დაიღალე და ოჯახი მოგინდა და დაერიე სხვის ქმრებს? არ შეიძლება,ღმერთის არ გეშინიათ,ნუ საერთოდ ვწერ,ვისაც ცოლ-შვილიან კაცთან აქვს რომანი.
02:36 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
რა მოდაშია ქმრების ახევა თუ რა ხდება?
02:30 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
გაოცებული ვარ ზოგიერთი კომენტარებით,-"წარმატებებს გისურვებთო".... ცოტა ხნით მაინც წარმოიდგინეთ ამ კაცის ცოლის ადგილზე რას განიცდის,როცა საყვარელ მამაკაცს, ქმარს კულტურულად გახევენ,ოჯახს გინგრევენ.
02:27 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სერელაქს ძალიან ლამაზი ლექსია,ავტორი ვინ არის?
01:34 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სერალექს
წვიმდა..- თითო წამი უთვალავი ოქრო ღირდა!/// სიტვაცია თბილი მაგრამ.. შენთან ჩახუტება ჭირდა.../// მახსენდება ბატკნის ხორცი...ცოტა ,,ჭაჭა".../// გრძნობა როკავს უფრო სწრაფად ვიდრე ,,რუმბა" ან ,,ჩაჩაჩა".../// ვგრძნობ,ეხლაც ვგრძნობ! სისხლი როგორ ამიჩქარდა!/// წვიმდა...წვიმდა მაგრამ ერთი წამიც უწონავი ოქრო ღირდა!!!/// გაზაფხულის ნაწვიმარი.. რიგითი დღის ბოლო იდგა.../// თვალწინ იყავ..და სიყვარულს უფრო მეტი,მეტი სურდა.../// ეხლა მზეა,მაგრამ მცივა...მე კი შენი სითბო მსურდა.../// არ მეგონა ამ ყველაფერს მოყვებოდა მწარე ხურდა../// მზეც თუ სითბოს დაკარგავდა,გაქრებოდა ნდომა სულთა.../// სამყაროში ყველაფერი, ყველა ფერი გამოხუნდა!/// იდგა დარი...ვწერდი ლექსსაც,მევლებოდა თავზე მუზა... მარა სულში ჩამოეშვა მწუხარების მძიმე ღუზა..../// ხოლო წამი,და რა წამი სიცოცხლეც კი ხურდა ღირდა.... მოგონება შემრჩა მარტო: ,,წვიმდა...წვიმდა მაგრამ შენთან წამიც უწონავი ოქრო ღირდა...."....
00:54 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
-
პატიოსნებით ფული რომ არ მოდის ეს ყველამ ვიცით,განსაკუთრებით "ელიტის" წარმომადგენლები ნადირობენ მაღალი თანამდებობის პირებზე,მაგათ სიტყვა" ბოზობა" სასაცილოდ მიაჩნიათ,სხვისი ოჯახის დანგრევა მაგათთვის მოსულია.
00:46 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS