02 ივლისი, 2013
ხატია შამუგიას მინისტრი შეუყვარდა...
ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა
უკვე კარგა ხანია, რაც ხატია შამუგია ახალ რომანს მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა ახლო მეგობრებთან თავის ბედნიერებას არ მალავს. როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, საყვარელი მამაკაცი ხატიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, ლისის ტბაზე სეირნობისას გაიცნო. ძალიან მალე ხატიას და ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად. სასიყვარულო ამბების ვრცლად გასაგებად ხატიას დავუკავშირდით.

- ხატია, ბოლო დროს ძალიან გალამაზდი, რა ხდება?
-
სიყვარულმა იცის.
- მოგვიყვევი, ვინ არის, როგორ გაიცანი, დაქორწინებას თუ აპირებთ?
- არა მგონია, ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.
- ვიცი, რომ წინა შეყვარებულმა გული გატკინა.
- დილით რომ დავშორდი ''ცხვირას'', საღამოს ეს ადამიანი გამომიჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ხატიამ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა, როგორც გავიგე, ხატია შამუგიასა და ალექსი პეტრიაშვილის რომანი გასულ წელს დაწყებულა.

ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა, სანამ არ დაშორდნენ, მათი ურთიერთობის ამბავი ბევრმა მათმა მეგობარმა მანამდე ვერ გაიგო.
Rating
წყვილის რომანი კი იმ დღეს დასრულდა, როცა დავით გურგენიძემ ერთ მშვენიერ დღეს ცოლი მოიყვანა. გურგენიძე და შამუგია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ მან გააცნო ისინი ერთმანეთს და სამეგრელოში ხშირად ეპატიჟებოდა.

ცნობილია, რომ ხატია შამუგია საღამოებისა და კონცერტების ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანია, თუმცა ბოლო წლებში მხოლოდ მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტები მიჰყავდა.

წინასაარჩევნოდ, როდესაც ერთ-ერთ რაიონში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ''ნაციონალების'' მაისურების დარიგებისა და მათ მხარდამჭერ კონცერტზე სიმღერის გამო აღელვებული საზოგადოება, როგორც ამბობენ, ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ამბის შემსწრე ხატია შამუგიაც გამხდარა და საბოლოოდ შეწყვიტა ''ნაციონალებთან'' მეგობრობა-თანამშრომლობა.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 122 /
სანამ ზღვის სიღრმეში შევა ადამიანი,ნაპირზე უნდა დაფიქრდეს,თორემ თუ ღრმად შევა,მერე ძნელია კონტროლი,ამიტომ სანამ რამეს ვაკეთებთ უნდა დავვფიქრდეთ,რომ ამ სამყაროში მარტო ცვენ არ ვართ,არსებობენ ადამიანები,რომლებიც ადამიანის არასწორმა სვლებმა ისინი დააზარალოს...
16:16 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
როცა ქალი სხვის ქმართან ტკბება უნდა იფიქროს ღმერთზე და ამ მამაკაცის ცოლზე,თუ ამას არ ფიქრობს,ე.ი.ნამუსის ძაფი ჰქონია გაწყვეტილი..
16:09 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მერამდენე კაცია გურამის შემდეგ?
16:04 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
"მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო. სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა, სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა."
16:03 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯას თეო
ქალი,რომელიც ცოლ-შვილიან კაცს ხვდება და ამ კაცის ოჯახის ბედს სასწორზე დებს,ის ლამაზი სულის აღარ არის,როგორ შეიძლება ლამაზი სულის ადამიანი უწოდო,ქალს,რომელიც ქალს ქმარს სტაცებს.
16:00 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯას
რა იცი ამ წუთსი შენი ცოლი ვისთან "ტკბება?",შენ კი კაცად მოგაქვს თავი/
15:56 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
აბა,აბა,რა შანსი გაუშვი ხელიდან,მისი ცოლი შემებრალა,სხვის უბედურებაზე ჩემი ბედნიერება როგორ ავაგოთქო და შენ კი აქ რას წერ,შენისთანა კაცს მართლა უნდა უღალატოს ცოლმა,მეტის ღირსი არ ხარ!
15:54 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ხატია,უკეთესი ვერ მოძებნე?
15:50 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯას
კი გუჯა ეხლა მოდაშია ოჯახური ღალატი: ქმარი ცალკე გულაობს,ცოლი ცალკე გულაობს,მერე გამოვდივართ და ვამბობთ,რომ ვითომ მორწმუნეები ვართ,ვითომ ღმერტი გვიყვარს და ჩვენს გულებში არ ვიყურებით,რომ ვმრუშობთ...თუ კაცს არ უყვარს ცოლი ადგეს და გაშორდეს ,ეს რა კაცობაა,რომ ჩუმად სხვასაც ხვდები,მაგრამ ეს ქართველი კაცების დაბალ დონეზე მიუთითებს,ვერ გამოხვედით ამ პროვინციალიზმისგან..
15:48 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
შეეშვით ამ გოგოს. ქმარშვილიან ქალებს ჰყავთ საყვარლები და ხატიასი გიკვირთ? მის ლამაზ სულში ნუ აფათურებთ ბინძურ ხელებს.
14:18 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS