02 ივლისი, 2013
ხატია შამუგიას მინისტრი შეუყვარდა...
ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა
უკვე კარგა ხანია, რაც ხატია შამუგია ახალ რომანს მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა ახლო მეგობრებთან თავის ბედნიერებას არ მალავს. როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, საყვარელი მამაკაცი ხატიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, ლისის ტბაზე სეირნობისას გაიცნო. ძალიან მალე ხატიას და ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად. სასიყვარულო ამბების ვრცლად გასაგებად ხატიას დავუკავშირდით.

- ხატია, ბოლო დროს ძალიან გალამაზდი, რა ხდება?
-
სიყვარულმა იცის.
- მოგვიყვევი, ვინ არის, როგორ გაიცანი, დაქორწინებას თუ აპირებთ?
- არა მგონია, ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.
- ვიცი, რომ წინა შეყვარებულმა გული გატკინა.
- დილით რომ დავშორდი ''ცხვირას'', საღამოს ეს ადამიანი გამომიჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ხატიამ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა, როგორც გავიგე, ხატია შამუგიასა და ალექსი პეტრიაშვილის რომანი გასულ წელს დაწყებულა.

ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა, სანამ არ დაშორდნენ, მათი ურთიერთობის ამბავი ბევრმა მათმა მეგობარმა მანამდე ვერ გაიგო.
Rating
წყვილის რომანი კი იმ დღეს დასრულდა, როცა დავით გურგენიძემ ერთ მშვენიერ დღეს ცოლი მოიყვანა. გურგენიძე და შამუგია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ მან გააცნო ისინი ერთმანეთს და სამეგრელოში ხშირად ეპატიჟებოდა.

ცნობილია, რომ ხატია შამუგია საღამოებისა და კონცერტების ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანია, თუმცა ბოლო წლებში მხოლოდ მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტები მიჰყავდა.

წინასაარჩევნოდ, როდესაც ერთ-ერთ რაიონში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ''ნაციონალების'' მაისურების დარიგებისა და მათ მხარდამჭერ კონცერტზე სიმღერის გამო აღელვებული საზოგადოება, როგორც ამბობენ, ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ამბის შემსწრე ხატია შამუგიაც გამხდარა და საბოლოოდ შეწყვიტა ''ნაციონალებთან'' მეგობრობა-თანამშრომლობა.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 122 /
ეთო
ვაუუუ რამდენს აინტერესებ ხატია მოკლედ არ დაიკარგები.
16:19 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
სასაცილოა ეს ყველაფერი, ალექსის არაჩვეულებრივი ცოლი ჰყავს და ნამდვილად არ გაცვლიდა ვიღაც შამუგიაში :) და ჟურნალისტებმაც ჯობია პატივი სცენ იმ ადამიანის ოჯახს ვიზეც ასეთ მდაბიო ჭOრებს იგონებენ
21:53 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
აბა პატიოსნებს დასცინიან,"ჩამორჩენილები"არიანო,ხოდა თვითონ იყვნენ "სვეტსკები",მთავარია ღმერთის წინაშე ვიყოთ მართლები,თორემ მაგათი ცინიზმი სულ არ მაინტერესებს.
00:59 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
- - მერაბიშვილის ოჯახის მეგობარი --ოცნების წევრის შეყვარებული- თქვენ განსაჯეთ- ეს ქალი რატომ არის ასეთი ცნობადი სახე? -ეს ქალი გამოიყენება როგორც აგენტი- წინა მთავრობაშიც და ახლაც , აბა ასეთ ,,ბოზანდარაზე" რატომ უნდა გაგიჟდე და დაანგრიო ოჯახი, ნუთუ ამ კაცუნას თავის ცოლ-შვილზე მეტად ეს ქალი უყვარს?- ისე მილიარდი ,რომ გადამიხადონ ამ კაცს თუნდაც ,,ვითომ" მაინც ვერ შევიყვარებდი ნეტავ ვინ დაუბეგვა სიფათი? -ღმერთო მაპატიე და მაგარი კომედია სიფათი აქვს
02:27 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ვაიმეეე ამიტომ არ მინდა ცნობილი მდიდარი ქმარი :D:D:D:D:D
11:10 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
ყველაზე გასაკვირი ამ კომენტარებში ის არის, რომ ქალებიც და კაცებიც მხოლოდ ქალს ადანაშაულებს! იმ ქმარზე რატომ არაფერს ამბობთ ოჯახს რომ ღალატობს და არ ასვენებს იმ ქალს?
11:06 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნოა
ერთი ეხლა ბიბი მოხსნიდეს ამ პეტრიაშვილს თანამდებობიდან და მერე ნახავს როგორ საპნის ბუშტივით გაუსკდება სიყვარული.. ამას გონია კაცია და იმიტომ შეუყვარდა შელეგიაას?? ვაი შენს პატრონს შე სირო, ოჯახს მიხედე ბაბაია ოჯახს, ტფუიიი შენც თუ კაცი ხარ და...
09:50 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი მაისურაძე ხარ თუ "ქეთინო"მაისურაძე? ისე როგორ მომრავლდნენ შენისთანა "ქეთინოები"..
22:54 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
100%
იცით მეცინება,როდესაც ამბობენ ამ ანდაზას: "ქალის ჭკუა ღობეზე გაიყიდაო"..მე პირიქით ვიტყოდი,რო მამაკაცზე უტვინო არსება მეორე არ მეგულება ამ ქვეყნად, ასეთს ჩოილარებს თავის ჭკუაზე ატრიალებენ ქალები...
22:46 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მინისტრი პეტრო
ხატია,ისე ნუ იზავ,რომ ამ კაცს საცვლის ფული აღარ დაუტოვო,ცოდოა/
21:46 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS