02 ივლისი, 2013
ხატია შამუგიას მინისტრი შეუყვარდა...
ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა
უკვე კარგა ხანია, რაც ხატია შამუგია ახალ რომანს მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა ახლო მეგობრებთან თავის ბედნიერებას არ მალავს. როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, საყვარელი მამაკაცი ხატიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, ლისის ტბაზე სეირნობისას გაიცნო. ძალიან მალე ხატიას და ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად. სასიყვარულო ამბების ვრცლად გასაგებად ხატიას დავუკავშირდით.

- ხატია, ბოლო დროს ძალიან გალამაზდი, რა ხდება?
-
სიყვარულმა იცის.
- მოგვიყვევი, ვინ არის, როგორ გაიცანი, დაქორწინებას თუ აპირებთ?
- არა მგონია, ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.
- ვიცი, რომ წინა შეყვარებულმა გული გატკინა.
- დილით რომ დავშორდი ''ცხვირას'', საღამოს ეს ადამიანი გამომიჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ხატიამ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა, როგორც გავიგე, ხატია შამუგიასა და ალექსი პეტრიაშვილის რომანი გასულ წელს დაწყებულა.

ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა, სანამ არ დაშორდნენ, მათი ურთიერთობის ამბავი ბევრმა მათმა მეგობარმა მანამდე ვერ გაიგო.
Rating
წყვილის რომანი კი იმ დღეს დასრულდა, როცა დავით გურგენიძემ ერთ მშვენიერ დღეს ცოლი მოიყვანა. გურგენიძე და შამუგია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ მან გააცნო ისინი ერთმანეთს და სამეგრელოში ხშირად ეპატიჟებოდა.

ცნობილია, რომ ხატია შამუგია საღამოებისა და კონცერტების ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანია, თუმცა ბოლო წლებში მხოლოდ მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტები მიჰყავდა.

წინასაარჩევნოდ, როდესაც ერთ-ერთ რაიონში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ''ნაციონალების'' მაისურების დარიგებისა და მათ მხარდამჭერ კონცერტზე სიმღერის გამო აღელვებული საზოგადოება, როგორც ამბობენ, ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ამბის შემსწრე ხატია შამუგიაც გამხდარა და საბოლოოდ შეწყვიტა ''ნაციონალებთან'' მეგობრობა-თანამშრომლობა.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 122 /
ირინოლა
გეყოთ სხვის ცხოვრებაში ქექვა.არც ერთი ღირსეული მამაკაცი არ დაანგრევს ოჯახს,თუ მეუღლეს პატივს ცემს და მასში თავის და შვილების დასაყრდენს ხედავს.თუ ოჯახი ინგრევა მამაკაცზე მონადირე ქალის გამო,ე.ი ამ მამაკაცს თავში ერთი ხვეული აქვს და ისიც სწორი.ხოლო თუ მამაკაცი ანგრევს იმ ოჯახს,სადაც არ სუფევს ოჯახური ატმოსფერო,სადაც ქალი ცალკე გრიალებს და კაცი ცალკე,ეს ოჯახი დასანგრევია,ვინაიდან არაფერია შვილებისთვის ფიქციაზე და სიყალბეზე უფრო მავნე
18:32 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ორ მთავრობას ემსახურა,ეხლა მესამეს ემსახურება, აღარ გვინდა ეს "ძალად ცნობადი" შევარდნაძის დროინდელი ძველი სახეები..
13:21 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ცხვირას დასორდა და ისევ ცხვირა იპოვა
17:46 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
გაიხარეთ.მეგონა ხატია უკაცოდ დარჩებოდა და ამოვისუნთქე.უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო-ასეა ჩვენი საქმე,რაში მაინტერესებს შამუგიას ვინ შეუყვრდა და პირიქით?
01:05 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
შო
Nუ ხარტ ბოროტები და $ურიანები,ხატია ზალიან კარგი ადამიანია
21:52 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
სულ მაინტერესებდა ხატიას პირადი ცხოვრება:))))))))))))) მადლობთ სტატიისთვის ტორე როგორ გავიგებდით ის ხომ ასაიდუმლოებდა
17:17 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
რა უბედურებაა....რა ქალია ამისთანა ეს ერთი მეტრა დაკვლანჯული ქალი რომ მაგის სასიყვარულო ისტორიებს გვახვევთ? ან ის პინოქიო კაცი ვიღაა...ალბათ ცოლს მობეზრდა მაგის სიფათის ყოველდღე ყურება და.......თავისნაირთან გაისროლააააა.....სასაცილოა და ცირკია ....ეს ხატია მგონო კლოუნია არააააა
11:19 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვახო
მოკლედ ეს ხატია პოლიტიკოსებზე ნადირობს და ვერაფრით ვერ შეეტენა ცოლად რომელიმეს მაინც იმედია ალექსი მოიყვანს ცოლად ((
10:44 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
EEH
დასანგრევი ჯობია დროზე დაინგრეს, ვერც ერთი ქალი ვერავის ოჯახს ვერ დაანგრევს თუ მისი საყვარლის ცოლი სულით ძლიერია., რატომ ამტყუნებთ სხვის ოჯახს ანგრევს, უსამართლოდ იქცევა. ასეთ ქალებს ცხოვრება მოექცა უსამართლოდ და ახლა ნუ გაამტყუნებთ რატომ არ ეცოდება საყვარლის ცოლი ის ვინ შეიცოდა, არ იფიქროთ პირადულიდან გამომდინარე ვწერ , მე უცოლოს გავყევი და არც სხვა შეყვარებული ყოლია
01:39 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუ
ვკრძალავ ჩემს ოჯახში ჟურნალისტის რძლად შემოსვლას,რა საშინელებაა,ვინ გკითხავთ თქვენ ვინ ვის ყვარობს!!რა უზრდელი და უნიჭო თაობაა!!!!
18:06 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS