06 ივნისი, 2013
მკერდსავსე ნათია ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დაემშვიდობა?
მკაცრმა მამამ ნათია მონასტერში გაუშვა, რომ საყვარელი ადამიანი დაევიწყებინა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ მუმლაძე სერიალს დაემშვიდობა, რადგან მისმა გმირმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. ნინო მუმლაძის გმირის, იმავე ნათიას გამოჩენამ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' დათოს გმირს ერთგული ქმრის იმიჯი დაუნგრია და გოცირიძეების ოჯახში დიდი არეულობა შეიტანა. ნათიას წინააღმდეგ მეოჯახე ქალთა მთელი არმია დაირაზმა, ლამის განაჩენი გამოუტანეს. თუმცა სერიალის ბოლო სერიაში მკაცრმა მამამ ნათია მონასტერში გაუშვა, რომ საყვარელი ადამიანი დაევიწყებინა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ მუმლაძე
სერიალს დაემშვიდობა, რადგან მისმა გმირმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინო მუმლაძეს დავურეკეთ.

- ნინო, გავიგეთ, რომ შენი გმირი სერიალში აღარ გამოჩნდება, რამდენად მართალია?
- არ დამთავრებულა, უბრალოდ რაღაც პერიოდი პაუზა იქნება, მაგრამ სეზონის ბოლომდე კიდევ გამოვჩნდები. ყველამ დავინახეთ, რომ მონასტერში წავიდა ნათია. მგონი, მომავალ სეზონშიც იქნება რაღაც ეპიზოდებში, ოღონდ ისე აქტიურად აღარ.
- არ დამშვიდდეს მაყურებლის ის ნაწილი, ვინც თვლის, რომ დათო ოჯახს დაუბრუნდა?
- დაუბრუნდა თუ არა, ჯერ ვერ გეტყვით, რადგან სცენარს წინასწარ არ გვეუბნებიან. როდესაც მონასტერში წასვლის სცენა გადავიღეთ, პროდიუსერებმა ამიხსნეს, რომ პატარა პაუზა მექნება და შემიძლია ცოტა ხანი დავისვენო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ გამოვჩნდები, თუმცა რა სახით და როგორ, არ ვიცი. შეიძლება უბრალოდ დათოს გამოემშვიდობოს, ან კიდევ რაღაც მოხდეს.
- ნინო, დიდი აგრესია მოჰყვა შენი გმირის გამოჩენას, არ გინანია როლზე რომ დათანხმდი?
- ჩემ მიმართ ხომ არ იყო ის აგრესია, თან ყოველთვის კეთილ გმირს ვერ ითამაშებ. არიან ადამიანები, ვისაც რეალობა სერიალში ერევა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. მსახიობისთვის საინტერესოა, როდესაც სხვადასხვა სახეს განასახიერებ. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო.
Rating
- მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დათოს, იმავე ლევან ყოჩიაშვილს, რეალურადაც არ ჰქონდა პირად ცხოვრებაშიც კარგად საქმე, ახალი ჭორი მოჰყვა ''პროფილში'' თქვენს ერთად გამოჩენას. იმასაც ამბობდნენ, რომ ლევანი სიმპათიით გიყურებდა...

- ქართველი ერის დაავადებაა, როდესაც რაღაცას გაიგებენ, ჭორი რომ არ მიაბან, არ შეუძლიათ. ეს არ არის პირველი ჭორი, რაც ჩემ შესახებ გავიგე. საკმარისია, ეკრანზე თუნდაც მეგობართან ერთად გამოჩნდე, მაშინვე რაღაცას იგონებენ. აღარ მიკვირს, უკვე შევეჩვიე ჭორებს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნინა
ყველა კაცი ერთნაირია! მე არ მჯერა ამ სიტყვების, არიან გამონაკლისებიც. ამ სერიალში კი უბრალოდ რეალობაა ასახული და ჩვენ ვცდილობთ ეს საკუთარ თავსაც კი დავუმალოთ, ესე არ შეიძლება, კარგია იყო ოპტიმისტი, მაგრამ ხანდახან რეალობასაც უნდა გაუსწორო თვალი.
15:06 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ეჰ ჯონი ჯონი ახლა არ თქვა ცოლისთვის არ მიღალატიაო..ეს ხომ ქართველი მამაკაცების 99 %-ს "ღირსებაა"
19:47 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რომელ ეროვნულ ღირსებაზე ბოდიალობს ეს ;ჯონი;ქართველი მამრი ყოველთვის ღალატობდა ცოლს და სხვათაშორის პივის ბოთლით ხელში სიამაყით ჭორაობს ქალებზე თავისივე მამრებთან.ილუზიებით ტვინის დაბოლებას თავი დაანებეთ,\არავიზე მეტი ან ნაკლები არავართ ქართველები,თუ მართლა მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში ეს უნდა შეგენიშნა.
18:40 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გამორიცხული არ არის მსახიობებს შორის გრძნობის გაჩენა, მაგრამ სცენარი სხვა თემაა. რეჟისორმა კიდევ შეიძლება დააბრუნოს, შეიძლება შვილიც გააჩენინონ და საინტერესო იქნება. ისე სამსახურებრივი რომანი თუ მყარ ოჯახს ანგრევს, ცოდვაა. თუმცა ძალით შენარჩუნება ოჯახის, ჯანმრთელი ურთიერთობის და პატივისცემის გარეშე უფრო უარესი მგონია. თუ ქმარს სხვა ენატრება, პირველი მე გავუშვებ...
17:29 / 08-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
თავად მსახიობი რა შუაშია, რაც შეეხება ქალს რომელსაც ის ანსახიერებს , საშინელეებააა, იმიტო რო მართლა არიან კაცებზე მონადირე ქალები. ფეხებზე ჰკიდიათ საზოგადოების აზრი ოღონდ თვითონ გაისწორონ. ხო მიატოვა ერთა, მეორემ. აი ასეა სხვის უბედურებაზე ბედნიერება ჯერ არავის შერჩენიააა
13:32 / 08-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გამოშტერდა ეს ხალხი სერიალია რა
21:13 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მტვარე
თ... ,საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა,რა დაგიშავათ ამ გოგომ...ამაზრზენია ამ ხალხის საქციელი...რატომ ვერ უნდა იტანდე ამ გოგოს? რა სჭირს არ ასატანი...რა გჭირთ ხალხნოოოო...
15:33 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
მივმართავ მსახიობ ნინო მუმლაძეს და ყველა დანარჩენს, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს_ ნუ ეხებით ხელაღებით ეროვნულ ღირსებას და თვითშეგნებას. ავადმყოფობა თავად თქვენშია და თქვენს ფსიქიკაში. ყოველგვარ მანკიერს ეროვნულ ავადმოყოფობად რომ ასახელბთ- ამ შემთხვევაში -ჭორაობას. ეს ასე ხდება ყველა ქვეყნაში ჭორები კარგი ინსტრუმენტია რომ ყვითელი პრესა სარფიანად გაიყიდოს. მეთოდები გამოიყენეთ როგორც გენებოთ, ოღონდ თავი ანებეთ ეროვნულ ჭრილში ამის გადატანას. კიდევ ერთი რჩევა -მოგროვილი ფულით ბევრი იმოგზაურეთ ქვეყნის გარეთ, თუ საქმიანი ვიზიტით არავინ გეპატიჟებათ და დარწმუნდებით რომ არავიზე ნაკლებები არ ხართ. ჩვენმა წინაპრებმა იმიტომ არ დაგიტოვეს ეს ქვეყანა მართლა თვაგანწირვის შედეგად, რომ ასე იოლად საგინებლად გაიმეტოთ.
14:00 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგრად არ მევასება ეს გოგო ძააან საზიზგარი ადამიანია , გამიხარდა რომ გაუშვეს სერიალიდნ..
12:37 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS