28 მაისი, 2013
რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას
ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო... ახალგაზრდობაში მსახიობი, შემდეგ ტელე და ახლა რადიოწამყვანი ია ფარულავა ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მით უფრო, თუ საკითხი სექსუალურ თემას ეხება. ია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი პირადი ცხოვრების განხილვას არ ერიდება, ყოფილ ქმრებსაც საჯაროდ ითვლის და რადიოეთერში სხვების პირად ცხოვრებასაც აქტიურად განიხილავს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი თამამი გამონათქვამისთვის ფარულავას ყოფილი მოდელი და ამჟამად
რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოში უჩივის. გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ია კიწმარიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა. როგორც მოდელი ამბობდა, მას ერთ-ერთ კონკურსში უნდა გაემარჯვა, რაშიც კიწმარიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი. ნაზღაიძე კიწმარიშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ბევრი იხმაურა, პრესკონფერენცია გამართა, ინტერვიუები დაარიგა და სკანდალი ამით დაასრულა.

Ratingარ გასულა დიდი დრო და გიორგი ნაზღაიძემ იგივე სცენა ია ფარულავას წინააღმდეგ დადგა. ამჯერადაც პრესკონფერენცია მოიწვია, ადვოკატი აიყვანა და განაცხადა, რომ ია ფარულავამ რადიოეთერში მისი ღირსება შელახა, მისი ორიენტაცია და წარსული კი ეჭვქვეშ დააყენა. საბოლოოდ ნაზღაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ ია ფარულავამ უწყება არ ჩაიბარა და მორიგი სკანდალიც, სავარაუდოდ, ამით დასრულდა.

Ratingროცა ნაზღაიძე ია კიწმარიშვილს ემუქრებოდა ჩივილით, კიწმარიშვილი ამაზე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ამით ნაზღაიძე თავად იას, მის კონკურსს და საკუთარ თავს აპიარებდა. კიდევ უფრო არასერიოზულად ჩათვალა ნაზღაიძის საქციელი ია ფარულავამ. გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს, სადაც ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში ურეკავს და ესაუბრება. როგორც ია ფარულავა ჩვენს ინფორმატორთან ჰყვება, ნაზღაიძემ მას იმ დროს დაურეკა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო და ერთ-ერთ შეკითხვაზე მკვახე პასუხიც მიიღო.

Ratingია ფარულავას მსგავსი ტონი მსმენელს სხვა რადიოეთერშიც ახსოვს. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სასაუბრო თემა კასტრაცია გახლდათ, ფარულავამ მაგალითისთვის ღია ეთერში განაცხადა, აი, ლელა წურწუმიამ გაუკეთა მამულიჩას კასტრაციაო. როგორც იას ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო, იას მიუგზავნა და ხელწერილი ჩამოართვა, ბოდიში მოახდევინა და პირობა დაადებინა, რომ მას აღარ შეეხებოდა, თუმცა წურწუმიას „რისხვა“ ფარულავას მიმართ ამით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, ლელა შანსს არ უშვებს ხელიდან, „მტრები“ სხვებთან საუბარშიც რომ არ გალანძღოს და ია ფარულავას საზოგადოების წინაშეც კი არ ესალმება.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 153 /
სოფო
ახალგაზრდობაში ასე სულელივით არ იქცეოდა ფარულავა.რაც დაბერდა .......
16:06 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მართალია ხალხნო ახალგაზრდობაში ეგ ქალი ასე სულელურად აქ იქცეოდა.ზრდილობაც ასე თუ ისე ქონდა.რაც დაბერდა და ფადის დაშორდა იმის მერე არასერიუზული და შტერული გამოხტომები დაიწყო.მართლა კლიმაქსია ქვს მგონი ან გაბოროტდა უოჯახობით და უაზროდ იკბინება
16:05 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
უოჯახო თავქარიანი ქალების კარიკატურაა
19:21 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
ია დიდი სერიოზულობით და კდემამოსილბით არასოდეს გამოირჩეოდა,მაგრამ მაინც რა შედარებაა ახალგაზრდობის დროინდელ ინტერვიუსა თუ გამოსვლებში და როცა ფადისთან ერთად იყო ასე თუ ისე ნორმალურად პასუხობდა ჯურნალისტებს. ეს 3 წელია რაც ფადის დაშორდა იმის მერე ეგ ქალი ამაზრზენად იქცევა და ყოველგვარი ზრდილობის ნორმას სცილდება მისი ლექსიკა.იტყუება,თხზავს რაღაც იგავარაკებს,ილანძღება,იგინება,ვითომ "დასცინის" სხვებს და ამ დროს დიდი თუ პატარის დასაცინად აიგდო თავი.გაკვირვებული ვართ მთელი ოჯახი როცა მაგ ქალის მონოლოგს თუ დიალოგს ვუსმენთ.კლიმაქსის ბრალიაო ჩემი მეზობელი ომარი მაბობს.შეიძლება მართლაც ასეა.
18:32 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანრი
მართლა სასაცილოა ეგ ფადი ასლის ყოფილი მეზობელი.ვა ვა ვა.
08:41 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ია ძალიან სიმპატიური და მიმზიდველი ქალია
00:33 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დიმა
ლელა ძალიან მიყვარხარ.ნურავინ შეგედრება შემოქმედებაში,სილამაზესა თუ ადამიანობაში.მამულიჩაც გვიყვარს. დალოცვილი ყოფილიყო შენს ქმარშვილთან ერთად.
19:16 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
ია ნუ გაიბანძებ თავს ლელას ვერასდროს შეედრები.
15:20 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ძუკუ
ძირს ია,მაღლა ტოროლა.გაუმარჯოს ლьელьას!
15:16 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზვიო
კატერინა შენი აზრით თუ ფარულავა ბოზობას სახალხოდ აცხადებს ამორალურობაში არ ეთვლება.46 წლის ბებიის ასაკის ქალი ეთერში უკანალს გვაჩვენებს,ნანუკა რომ ეკითხება სიახლე რა არის შენთანო პასუხობს:ჩემი სექსუალური ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობს თუმცა შეყვარებული არვარ,ესეიგი უსიყვარულოდ ვიღაცა "მქნელი" მყავსო.რა უნდა ისწავლოს ამ ტუტუციდან ახალგაზრდობამ და ბავშვებმა.ლელასთან ეგ უზრდელი რა სახსენებელია.ღმერთმა დაგვიფაროს ფარულვასნაირი შვილებისგან ან რძლებისგან.
14:56 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS