28 მაისი, 2013
რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას
ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო... ახალგაზრდობაში მსახიობი, შემდეგ ტელე და ახლა რადიოწამყვანი ია ფარულავა ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მით უფრო, თუ საკითხი სექსუალურ თემას ეხება. ია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი პირადი ცხოვრების განხილვას არ ერიდება, ყოფილ ქმრებსაც საჯაროდ ითვლის და რადიოეთერში სხვების პირად ცხოვრებასაც აქტიურად განიხილავს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი თამამი გამონათქვამისთვის ფარულავას ყოფილი მოდელი და ამჟამად
რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოში უჩივის. გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ია კიწმარიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა. როგორც მოდელი ამბობდა, მას ერთ-ერთ კონკურსში უნდა გაემარჯვა, რაშიც კიწმარიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი. ნაზღაიძე კიწმარიშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ბევრი იხმაურა, პრესკონფერენცია გამართა, ინტერვიუები დაარიგა და სკანდალი ამით დაასრულა.

Ratingარ გასულა დიდი დრო და გიორგი ნაზღაიძემ იგივე სცენა ია ფარულავას წინააღმდეგ დადგა. ამჯერადაც პრესკონფერენცია მოიწვია, ადვოკატი აიყვანა და განაცხადა, რომ ია ფარულავამ რადიოეთერში მისი ღირსება შელახა, მისი ორიენტაცია და წარსული კი ეჭვქვეშ დააყენა. საბოლოოდ ნაზღაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ ია ფარულავამ უწყება არ ჩაიბარა და მორიგი სკანდალიც, სავარაუდოდ, ამით დასრულდა.

Ratingროცა ნაზღაიძე ია კიწმარიშვილს ემუქრებოდა ჩივილით, კიწმარიშვილი ამაზე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ამით ნაზღაიძე თავად იას, მის კონკურსს და საკუთარ თავს აპიარებდა. კიდევ უფრო არასერიოზულად ჩათვალა ნაზღაიძის საქციელი ია ფარულავამ. გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს, სადაც ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში ურეკავს და ესაუბრება. როგორც ია ფარულავა ჩვენს ინფორმატორთან ჰყვება, ნაზღაიძემ მას იმ დროს დაურეკა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო და ერთ-ერთ შეკითხვაზე მკვახე პასუხიც მიიღო.

Ratingია ფარულავას მსგავსი ტონი მსმენელს სხვა რადიოეთერშიც ახსოვს. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სასაუბრო თემა კასტრაცია გახლდათ, ფარულავამ მაგალითისთვის ღია ეთერში განაცხადა, აი, ლელა წურწუმიამ გაუკეთა მამულიჩას კასტრაციაო. როგორც იას ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო, იას მიუგზავნა და ხელწერილი ჩამოართვა, ბოდიში მოახდევინა და პირობა დაადებინა, რომ მას აღარ შეეხებოდა, თუმცა წურწუმიას „რისხვა“ ფარულავას მიმართ ამით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, ლელა შანსს არ უშვებს ხელიდან, „მტრები“ სხვებთან საუბარშიც რომ არ გალანძღოს და ია ფარულავას საზოგადოების წინაშეც კი არ ესალმება.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 153 /
ტატა
უზრდელია ფარულავა, თანაც მის ასაკში ამაზრზენია ხიპიშა გოგოსავით საქციელი.ქალს არ მომწონს და კაცს მოეწონება ასეთი შტერული გამოხტომების ქალი?
19:37 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გენო
იას რომ არ ეთამაშა სიყვარული ვენახში და რომ ყოფილიყო სერიოზული, კდემამოსილი და არ ეკეროს პირზე გამუდმებით სექსი და რაღაც არაქალური ჟარგონები,დღეს ქმარ-შვილიც ეყოლებოდა და მართლა ღირსეული კაცის ცოლი( და არა საყვარელი) იქნებოდა და მთელი საქართველოს პატივსაცემი ქალბატონად ჩათვლიდნენ.თავად გაიფუჭა მისი მომავალი არაადეკვატური ცხოვრებით,სხვების ლანძღვით თუ ფლირტაობით, არადა გარეგნობა ხელს უწყობდა მიეღწია პირადულში თუ საზოგადობრივში წარმატებას და სიყვარულს.რამდენი მახიჯი ქალია საქართველოში კდემამოსილებით საზოგადოებას თავს აწონებენ და ოჯახებიც აქვთ.ამერიკაში რისთვის წავიდა ან ბოლოს რისთვის დაბრუნდა უკან. გაუგებარია.ინგლისურის შესასწავლად??????????????ინგლისურს აქაც მშევნივრად სწავლობენ.
11:52 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ია კარგია როცა არ ლაპარაკობს....მდუმარე რა
11:25 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუბუ
მაგარი ბოღმა ჭორიკანა ქალი ხარ"ლადო".ცუდას რად უნდამტერობა კარგია მუდამ მტრიანი.გაიხაროს ლელას და მამულჩას ოჯახმა
14:28 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
ლელეა კობა ნაყოფიას ჯიბის მომღერალი იყო და არის,კლდემამოსილი და არისტოკრატი ქალიაო ამბობთ,ვინ იცის რომ მაგის ქმარი მადნეულიდან ყოველთვიურად ხელფას და პრემიეს ღებულობდა დახლოებით 2000ლარამდე ,იცით რისთვის მიმიტომ რომ თურმე წურწუმია ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერალია,და ეს საყვალელი ქალი ფულის მონა და არისტოკრატი ფინია გახდა,ძალიან მაინტერესებს,ნაყოფიას ნაცისტ თანაგუნდელებს საყვარელი მამულიჩასთვის რომ გაეკეთებინათ უკანალში ცოცხი და დუბინკა მაშინაც იქნებოდა კობა ნაყოფიას ჯიბის მომღერალი
19:05 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზორო
ეგ ია არასოდეს მომწონდა ,მაგრამ დღის შოუში ჰქონდათ თემა სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით,სადაც ნანიკომ და დოდოშკამაც ჩამოაყალიბეს ნორმალური აზრი და მიზეზები რომ მამაკაცებს ქალებზე მეტად ეშინიათო,ამ ფარულავამ კიდე შტერულად და არაეთიკურად დააბრეხვა მიზეზი რომ კაცებს რახან არა აქვთ "ის",ამიტომ უფრო ეშინიათო,მაგის მერე ეგ ქალი მძულს და არცერთ ნორმალურ კაცს ეგ უზრდელი არ მოეწონება.ყველაფრის თქმა ტელევიზიით სახალხოდ ხომ არ არის მიღებული.ლელასთან ეგ ატასი წელი ვერ მივა............
18:00 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკოს
ეკო ხა თუ ბეკო გლეხუჩაში რას გულისხმობ?დააკონკრეტე ან შენ ვინ გდიხარ როგორი "არაგლეხუჩა ხარ" ისიც დაწერე.ყველაზე დიდი უბდედურებაა შური სხვისი ბედნიერებისა.რაც არ უნდა იფხრიწოთ ლელა წარმატებული და ბედნიერია ყველა ასპექტში.ამას ვერ გავექცევით.გასკდითთთთ
15:15 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გურამი
ეკოს და იმას ვინც ლელას აკრიტიკებს.გაბოროტებული სტარაია დევები ხართ ან ფარულავასნაირი უშვიძირო დაბოღმილი ყვავები ან ვირის ყროყინივით მღერით ალბათ ნაღდია,მეტი რა უნდა გითხრათ.ფაქტია ლელა წურწუმია ლამაზი ქალბატონია,ძვირფასი ქმარშვილიანი და ცნობილი მომღერალია,თქვენ რატომ გშურთ ??????რომელიმე თქვენგანის ადგილი დაიკავა.?????თუ მის ადგილზე გინდათ ყოფნა და არ გამოგდით.საიდან მოვიდა ლელა,რისი თქმა გინდათ.საიდან მოვედით ჩვენ????ან თქვენ ხელმოცარულო კრიტიკოსებო.ლელა არის კარგი ოჯახის შვილი და ჰყავს კარგი დები.ლამაზი ოჯახი და წარმატებული კარიერა.ფარულავასნაირი ლექსიკონითაც და საჯდომისწ ჩვენებით არ გვანებივრებს.მოგკლავთ ეგ ბოროტი ბოღმა
15:13 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკო
კარგიტ რა ცურცუმია და არისტროკრატია სასაცილოა,დაავიცყდა საიდან მოვიდა.ისე ზალიან უნდა რომ არისტროკრატი იყოს მაგრამ უკვე გვიანია,სასაცილოდ ნუ იხდიტ ტავებს იყავიტ ისეტი გლეხუცჰები როგორიც ხარტ,ცესიერებაზე ტავიდან უნდა იზრუნოტ და არა სიბერესჰი
16:03 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბეიბის ვინც მიწერა
არისტოკრატი -ეს ცნება რას ვისვავს იციტ?როგორ შეიძლება არისტოკრატი დაარქვა ლელას?ძალიან სასაცილო ხართ...ლელას მე პირადად პატივს ერთი რამის გამო ვცემ:მშრტომელია ზალიან...მახსოვს ფეხმძიმობაში ბოლო დღეებამდე იდგა სცენაზე...ტუმცა მე არ მომწონს მისი სიმღერები,არც ვუსმენ და არც მის შესახებ ვიცი ბევრი რამე...არისტოკრატი ნამდვილად არ არის...იასგან განსხვავებით პირი არ აქვსმოღებული და არ ლაქლაქებს
10:59 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS