28 მაისი, 2013
რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას
ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო... ახალგაზრდობაში მსახიობი, შემდეგ ტელე და ახლა რადიოწამყვანი ია ფარულავა ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მით უფრო, თუ საკითხი სექსუალურ თემას ეხება. ია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი პირადი ცხოვრების განხილვას არ ერიდება, ყოფილ ქმრებსაც საჯაროდ ითვლის და რადიოეთერში სხვების პირად ცხოვრებასაც აქტიურად განიხილავს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი თამამი გამონათქვამისთვის ფარულავას ყოფილი მოდელი და ამჟამად
რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოში უჩივის. გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ია კიწმარიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა. როგორც მოდელი ამბობდა, მას ერთ-ერთ კონკურსში უნდა გაემარჯვა, რაშიც კიწმარიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი. ნაზღაიძე კიწმარიშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ბევრი იხმაურა, პრესკონფერენცია გამართა, ინტერვიუები დაარიგა და სკანდალი ამით დაასრულა.

Ratingარ გასულა დიდი დრო და გიორგი ნაზღაიძემ იგივე სცენა ია ფარულავას წინააღმდეგ დადგა. ამჯერადაც პრესკონფერენცია მოიწვია, ადვოკატი აიყვანა და განაცხადა, რომ ია ფარულავამ რადიოეთერში მისი ღირსება შელახა, მისი ორიენტაცია და წარსული კი ეჭვქვეშ დააყენა. საბოლოოდ ნაზღაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ ია ფარულავამ უწყება არ ჩაიბარა და მორიგი სკანდალიც, სავარაუდოდ, ამით დასრულდა.

Ratingროცა ნაზღაიძე ია კიწმარიშვილს ემუქრებოდა ჩივილით, კიწმარიშვილი ამაზე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ამით ნაზღაიძე თავად იას, მის კონკურსს და საკუთარ თავს აპიარებდა. კიდევ უფრო არასერიოზულად ჩათვალა ნაზღაიძის საქციელი ია ფარულავამ. გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს, სადაც ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში ურეკავს და ესაუბრება. როგორც ია ფარულავა ჩვენს ინფორმატორთან ჰყვება, ნაზღაიძემ მას იმ დროს დაურეკა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო და ერთ-ერთ შეკითხვაზე მკვახე პასუხიც მიიღო.

Ratingია ფარულავას მსგავსი ტონი მსმენელს სხვა რადიოეთერშიც ახსოვს. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სასაუბრო თემა კასტრაცია გახლდათ, ფარულავამ მაგალითისთვის ღია ეთერში განაცხადა, აი, ლელა წურწუმიამ გაუკეთა მამულიჩას კასტრაციაო. როგორც იას ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო, იას მიუგზავნა და ხელწერილი ჩამოართვა, ბოდიში მოახდევინა და პირობა დაადებინა, რომ მას აღარ შეეხებოდა, თუმცა წურწუმიას „რისხვა“ ფარულავას მიმართ ამით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, ლელა შანსს არ უშვებს ხელიდან, „მტრები“ სხვებთან საუბარშიც რომ არ გალანძღოს და ია ფარულავას საზოგადოების წინაშეც კი არ ესალმება.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 153 /
78
მაგრად გამაცინე.მართალია ია იხვის ტოლმასაც ვერ გაუკეთებს ვერავის.აღარ ჰყავს გვერდით ფადულიკო.
10:07 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცას
საქმე როგორ არ გვაქვს.აი ეხლა ტოლმას ვუკეთებ ჩემს ოჯახს.იამ იკითხოს რომ არც საქმე აქვს და არც ოჯახი სადილი რომ მოუმზადოს.
09:57 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ხალხო საქმე არ გაქვთ?
07:48 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ია იმედოვნებდა ანას მიატოვებს ფადულა და ისევ დავითრევო,მაგრამ ჩაეყარა კოვზი ნაცარში.ბენაცვალე ანას ...გაიხარონ
20:33 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ფადის ალბათ მართლა უყვრას ანა.ისევ ერთად არიან შეხმატკბილებულები.
17:39 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დიკო
ბუბუ "ლადო" ბოღმა ქალი არ არის.გამწარებული ქალიშვილია ისეთი ეკლიანი ტონი აქვს
16:23 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თამრი
მეც მაგრად მომწონს ფადი ასლი.ანაც უხდება გვერდით.ორივე ჭკვიანია და სერიოზული ბედნიერებას ვუსურვებ.იას საერთოდ აკლია აღზრდა,ელემენტარული ქცევის წესები არ უვარგა ,ლაპარაკი ხომ საერთოდ სამარცხვინო აქვს.ტყუილები იცოცხლე .ყოველ ნაბიჯზე ცრუობს და იგონებს უაზრო ისტორიებს
19:28 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ყველაფერი იქეთ იყოს და ფადი მაგრად მომწონს.მისი გამოსვლა ვნახე ახლახან ტელევიზიით,ძალიან სიმპატიური და სექსუალურია.ყოჩაღ ანა.იას ადგილზე მეც გავბოროტდებოდი,არაა გასაკვირი.
09:04 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გულიკო
წესით პირიქით ხდება ახალგაზრდობაში არასერიოზულები ასაკში სერიოზულდებიან.ეს ქალი კიდე გაუზრდელდა წლების მატებისას,თანაც ცნობადი სახეა და არაფრის თქმა არ ერიდება.მართლა კლიმაქსის ბრალია მგონი.
11:19 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ია ახალგაზრდობაში ნამდვილად არ იყო ასეთი არასერიოზული,არც სხვებს ლანძღავდა და ახლანდელი საუბრის ლექსიკა თუ სექსის თემაც არ ჰქონდა.მართლა გაოცებული ვარ რატომ გახდა ასეთი.ფადისთან დასორების მერე გახდა ასეთი ვიღაცამ დაწერა და მე მგონი ასეა.
08:21 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS