28 მაისი, 2013
რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას
ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო... ახალგაზრდობაში მსახიობი, შემდეგ ტელე და ახლა რადიოწამყვანი ია ფარულავა ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მით უფრო, თუ საკითხი სექსუალურ თემას ეხება. ია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი პირადი ცხოვრების განხილვას არ ერიდება, ყოფილ ქმრებსაც საჯაროდ ითვლის და რადიოეთერში სხვების პირად ცხოვრებასაც აქტიურად განიხილავს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი თამამი გამონათქვამისთვის ფარულავას ყოფილი მოდელი და ამჟამად
რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოში უჩივის. გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ია კიწმარიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა. როგორც მოდელი ამბობდა, მას ერთ-ერთ კონკურსში უნდა გაემარჯვა, რაშიც კიწმარიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი. ნაზღაიძე კიწმარიშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ბევრი იხმაურა, პრესკონფერენცია გამართა, ინტერვიუები დაარიგა და სკანდალი ამით დაასრულა.

Ratingარ გასულა დიდი დრო და გიორგი ნაზღაიძემ იგივე სცენა ია ფარულავას წინააღმდეგ დადგა. ამჯერადაც პრესკონფერენცია მოიწვია, ადვოკატი აიყვანა და განაცხადა, რომ ია ფარულავამ რადიოეთერში მისი ღირსება შელახა, მისი ორიენტაცია და წარსული კი ეჭვქვეშ დააყენა. საბოლოოდ ნაზღაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ ია ფარულავამ უწყება არ ჩაიბარა და მორიგი სკანდალიც, სავარაუდოდ, ამით დასრულდა.

Ratingროცა ნაზღაიძე ია კიწმარიშვილს ემუქრებოდა ჩივილით, კიწმარიშვილი ამაზე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ამით ნაზღაიძე თავად იას, მის კონკურსს და საკუთარ თავს აპიარებდა. კიდევ უფრო არასერიოზულად ჩათვალა ნაზღაიძის საქციელი ია ფარულავამ. გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს, სადაც ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში ურეკავს და ესაუბრება. როგორც ია ფარულავა ჩვენს ინფორმატორთან ჰყვება, ნაზღაიძემ მას იმ დროს დაურეკა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო და ერთ-ერთ შეკითხვაზე მკვახე პასუხიც მიიღო.

Ratingია ფარულავას მსგავსი ტონი მსმენელს სხვა რადიოეთერშიც ახსოვს. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სასაუბრო თემა კასტრაცია გახლდათ, ფარულავამ მაგალითისთვის ღია ეთერში განაცხადა, აი, ლელა წურწუმიამ გაუკეთა მამულიჩას კასტრაციაო. როგორც იას ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო, იას მიუგზავნა და ხელწერილი ჩამოართვა, ბოდიში მოახდევინა და პირობა დაადებინა, რომ მას აღარ შეეხებოდა, თუმცა წურწუმიას „რისხვა“ ფარულავას მიმართ ამით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, ლელა შანსს არ უშვებს ხელიდან, „მტრები“ სხვებთან საუბარშიც რომ არ გალანძღოს და ია ფარულავას საზოგადოების წინაშეც კი არ ესალმება.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 153 /
ელლ
იას კბილებზე მეც ბევრი ვიხალისე :) მართლაცდა რა მახინჯი რამეა :) როგორ იცინის კამერის წინ არ რცხვენია? და ეგ უნდა არჩევდეს მის საქართველოს? :))))
11:26 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შაკო კალანდაძე
ლამაზთვალება ლელი.... ძალიან მიყვარხარ მეც და ჩემს გოგონას თიკოს.კახა ბედნიერია რომ შენ ყავხარ.გაიხარეთ ორივემ ორივე შვილთან ერთად.ყველა კარგ ადამიანს უყვარხარ და ცუდებს ბოღმა მოკლავთ.
19:38 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანას
რატომ წერ ასე მწარედ.შენ არ გყავს ალბათ მოსიყვარულე ქმარი?????დაჩმორებულში რას გულისხმობ.???ნეტა ლელასნაირი ქმარი ჩემს შვილს შეახვედრა.ვისაც არ ყავს ენაბილწი,ლოთი,მიმტყეპავი ქმარი იმას დაჩმორებულს ეძახით.ვენაცვალე ლელას ქალობას.ის ქალი და კაცი ერთად ბედნიერია და თქვენ რას იბოღმებით.ფარულავას ყავს არაჩმორი ქმარი???ან საერთოდ ქმარი და ოჯახი???????**
19:08 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ახლა სიმართლესაც შეხედეთ თვალენში,ლელას რომ მამულიჩა მუშტში ყავს ამას რა შემჩნევა უნდა,დაჩმორებული ყავს კაცი,ლელაა იქ ყველაპერი
18:51 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დანტისტას ვპასუხობ,მაგრად ვიხალისე იას კბილებზე რომ დაწერე,ეს კბილებია ტუ თოხები ვერ გავიგე
18:48 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ლანძღეთ ქართველებო ერთმანეთი,მეტი საქმე მაინც არა გაქვთ,უსაქმურებო და უსირცხვილოებო,რამ შეგაზიზღათ ერთმანეთი ასე მწარედ?
18:26 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეგ
ეგ მორალი ფარულავას წაუკითხეთ ნუ განიკითხავს მამულიჩას "კასტრაციას" დაბოღმილი ყვავი
17:46 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველამ თქვენს ცხოვრებას მიხედეთ. ნუ განიკითხავთ
17:26 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვუსურვებ
დაილოცოს ლელას და კახას ლამაზი ოჯახი. ულამაზესი მარიკოც სასახელო გოგო დამდგარიყოს.იას ვუსურვებ უკვე ამ ასაკში მაინც სერიოზული გახდეს და იპოვოს ნამდვილი მეუღლე.შვილიც რომ აიყვანოს უკეთესი იქნება.ცხოვრების აზრი ექნება.მთავარი მაინც ოჯახია.აუცილებელია ქალისთვის კარგი ქმარ-შვილი.უქმარსვილო ქალი დააცინი ხდება ხალხის სამწუხაროდ.8უვ3
15:55 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ულამაზესი ლელა
მართლა ულამაზესია ლელა და ლამაზი ოჯახიც აქვს.იმ ია ნახშირქალას რა გააჩნია გაქცეული სექსპარტნიორები და ბოლოს მიგდებული ბებრუხანა ბოტოქს სეანსებიიიიი
15:24 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS