28 მაისი, 2013
რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას
ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო... ახალგაზრდობაში მსახიობი, შემდეგ ტელე და ახლა რადიოწამყვანი ია ფარულავა ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მით უფრო, თუ საკითხი სექსუალურ თემას ეხება. ია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი პირადი ცხოვრების განხილვას არ ერიდება, ყოფილ ქმრებსაც საჯაროდ ითვლის და რადიოეთერში სხვების პირად ცხოვრებასაც აქტიურად განიხილავს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი თამამი გამონათქვამისთვის ფარულავას ყოფილი მოდელი და ამჟამად
რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოში უჩივის. გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ია კიწმარიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა. როგორც მოდელი ამბობდა, მას ერთ-ერთ კონკურსში უნდა გაემარჯვა, რაშიც კიწმარიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი. ნაზღაიძე კიწმარიშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ბევრი იხმაურა, პრესკონფერენცია გამართა, ინტერვიუები დაარიგა და სკანდალი ამით დაასრულა.

Ratingარ გასულა დიდი დრო და გიორგი ნაზღაიძემ იგივე სცენა ია ფარულავას წინააღმდეგ დადგა. ამჯერადაც პრესკონფერენცია მოიწვია, ადვოკატი აიყვანა და განაცხადა, რომ ია ფარულავამ რადიოეთერში მისი ღირსება შელახა, მისი ორიენტაცია და წარსული კი ეჭვქვეშ დააყენა. საბოლოოდ ნაზღაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ ია ფარულავამ უწყება არ ჩაიბარა და მორიგი სკანდალიც, სავარაუდოდ, ამით დასრულდა.

Ratingროცა ნაზღაიძე ია კიწმარიშვილს ემუქრებოდა ჩივილით, კიწმარიშვილი ამაზე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ამით ნაზღაიძე თავად იას, მის კონკურსს და საკუთარ თავს აპიარებდა. კიდევ უფრო არასერიოზულად ჩათვალა ნაზღაიძის საქციელი ია ფარულავამ. გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს, სადაც ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში ურეკავს და ესაუბრება. როგორც ია ფარულავა ჩვენს ინფორმატორთან ჰყვება, ნაზღაიძემ მას იმ დროს დაურეკა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო და ერთ-ერთ შეკითხვაზე მკვახე პასუხიც მიიღო.

Ratingია ფარულავას მსგავსი ტონი მსმენელს სხვა რადიოეთერშიც ახსოვს. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სასაუბრო თემა კასტრაცია გახლდათ, ფარულავამ მაგალითისთვის ღია ეთერში განაცხადა, აი, ლელა წურწუმიამ გაუკეთა მამულიჩას კასტრაციაო. როგორც იას ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო, იას მიუგზავნა და ხელწერილი ჩამოართვა, ბოდიში მოახდევინა და პირობა დაადებინა, რომ მას აღარ შეეხებოდა, თუმცა წურწუმიას „რისხვა“ ფარულავას მიმართ ამით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, ლელა შანსს არ უშვებს ხელიდან, „მტრები“ სხვებთან საუბარშიც რომ არ გალანძღოს და ია ფარულავას საზოგადოების წინაშეც კი არ ესალმება.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 153 /
პეპე
იაზე ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა რომ არის ტყუილების გუდა.არცერთი სიტყვა არ დაეჯერება.იგონებს საკუთარ თავზე თუ სხვებზე ათასნაირ ტყუილებს.სად ქალბატონი ლელა და სად ეს ბანძი მონადირე.
14:54 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გაგა
ასპროცენტიანს ამბობ ზვიო.ამაზრზენი ქცევები აქვს ფარულავას.მაგიტომაც არ თხოულობს არავინ ცოლად. და ვინც დროებით ყავდა ყველამ მიატოვა
12:14 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კაკი
ლელა უბადლო მომღერალი და კდემამოსილი ქალბატონია.ია კიდე ქალის კარიკატურაა,რომელიც ნორმალურ ადამაინში ზიზღს იწვევს.გაუმარჯოს ლელას და მამულიჩას ლამაზ ოჯახს.
10:43 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვთვლი, რომ არა სერიოზული საქციელია.....რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი?...სკანდალებით ისევ თვითონ იკეთებენ პიარს, ხალხის თვალში კი ძალიან დაბლა ეცემიან..იაც და ლელეც კარგი მსახიობები არიან და მათ ინტიმურ და პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩავერიოთ..ყველა მისაბაძი ცხოვრებით ვერ იცხოვრებს. ან უნდა გვიყვარდეს ისეთი როგორიც არის, ან სამუდამოდ შევიძულოთ. თავის სხეულს რასაც უნდა იმას უზავენ, ეს მე არ მეხება...იესომ თქვა: ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც ჩემზე უცოდველიაო...ყველანი ცოდვილები ვართ და სხვას ნუ განვსჯით.
09:14 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზვიო
ფარულავა რახან საჯდომს გვაჩვენებს ტელევიზიით ამიტომ არის დასაფასებელი.ფუიიიიი მაგისთანა ქალებს
08:18 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კატერინა
კაი რა ზვიო...ექ ქალები შოუ ბიზნესის წარმომადგენლები არიან და თანაც პოპულარულები, ამიტომაც საზოგადოება გარყვნილად თვლის. ჩუმჩუმელა გარყვნილები რომ არიან ისინი იტირონ ნამდვილ სახეს რომ მალავენ თორე ფარულავას არასოდეს დაუმალია ბოლოს ვინ ყავდა და შემდეგი ვინ იქნება!! ვოტ ტაკ დარაგოი
17:16 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზვიო
კატერინა სასაცილო კი არა სატირალია ფარულავასნაირი გარყვნილი ქალები საქართველოში.პირის ამოკერვაც სჭირდება და ერთი ადგილისაც ვენახის ბოზანდარას.
16:43 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კატერინა
ხელწერილი დაადებინაო სასაცილოდ არ მყოფნის ეს სტილი. პირი უნდა ამოეკერა ..ჯობდა ხა ხა ხა
13:40 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კატერინა
მოცემულ თემაზე გააკეთეთ კომენტარი პიროვნებებს რატომ ეხებით. კომენტარიც კი არიცით რას ნიშნავს..
13:38 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბეიბის
ფარულავა რომ საცოდავი ქალათხაა ვენახში ფაქტია,ამიტომაც არაფერი სიკეთე არა გააჩნია დღეს არც შვილი,არც ქმარი,და ბოლოს ტელევიზიიდანაც გამოაძუნძულეს,ეკრანს აფუჭებსო.წმინდანების როლს ვინ თამაშობს დაწერე კონკრეტულად და ვისზეც ამბობ უწმინდურობის ფაქტებიც მოიყვანე,მიდი გეყოს ვაჟკაცობა.ფაქტია ლელა უბადლო მომღერალია,კარგი დედა,ცოლი და ლამაზთვალება არისტოკრატი ქალბატონია.აი ეს გახრჩობთ ფარულავასნაირ ბანძებს.ეგ დებილი ფარულავა ორგაზმი არ გეღირსოთო გაიძახის ნახევარ საუკუნეს მიტანებული დედაკაცი.
08:33 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS