28 მაისი, 2013
რა ვერ აპატია ლელა წურწუმიამ ია ფარულავას
ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო... ახალგაზრდობაში მსახიობი, შემდეგ ტელე და ახლა რადიოწამყვანი ია ფარულავა ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მით უფრო, თუ საკითხი სექსუალურ თემას ეხება. ია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი პირადი ცხოვრების განხილვას არ ერიდება, ყოფილ ქმრებსაც საჯაროდ ითვლის და რადიოეთერში სხვების პირად ცხოვრებასაც აქტიურად განიხილავს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი თამამი გამონათქვამისთვის ფარულავას ყოფილი მოდელი და ამჟამად
რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოში უჩივის. გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ია კიწმარიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა. როგორც მოდელი ამბობდა, მას ერთ-ერთ კონკურსში უნდა გაემარჯვა, რაშიც კიწმარიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი. ნაზღაიძე კიწმარიშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ბევრი იხმაურა, პრესკონფერენცია გამართა, ინტერვიუები დაარიგა და სკანდალი ამით დაასრულა.

Ratingარ გასულა დიდი დრო და გიორგი ნაზღაიძემ იგივე სცენა ია ფარულავას წინააღმდეგ დადგა. ამჯერადაც პრესკონფერენცია მოიწვია, ადვოკატი აიყვანა და განაცხადა, რომ ია ფარულავამ რადიოეთერში მისი ღირსება შელახა, მისი ორიენტაცია და წარსული კი ეჭვქვეშ დააყენა. საბოლოოდ ნაზღაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ ია ფარულავამ უწყება არ ჩაიბარა და მორიგი სკანდალიც, სავარაუდოდ, ამით დასრულდა.

Ratingროცა ნაზღაიძე ია კიწმარიშვილს ემუქრებოდა ჩივილით, კიწმარიშვილი ამაზე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ამით ნაზღაიძე თავად იას, მის კონკურსს და საკუთარ თავს აპიარებდა. კიდევ უფრო არასერიოზულად ჩათვალა ნაზღაიძის საქციელი ია ფარულავამ. გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს, სადაც ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში ურეკავს და ესაუბრება. როგორც ია ფარულავა ჩვენს ინფორმატორთან ჰყვება, ნაზღაიძემ მას იმ დროს დაურეკა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო და ერთ-ერთ შეკითხვაზე მკვახე პასუხიც მიიღო.

Ratingია ფარულავას მსგავსი ტონი მსმენელს სხვა რადიოეთერშიც ახსოვს. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სასაუბრო თემა კასტრაცია გახლდათ, ფარულავამ მაგალითისთვის ღია ეთერში განაცხადა, აი, ლელა წურწუმიამ გაუკეთა მამულიჩას კასტრაციაო. როგორც იას ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო, იას მიუგზავნა და ხელწერილი ჩამოართვა, ბოდიში მოახდევინა და პირობა დაადებინა, რომ მას აღარ შეეხებოდა, თუმცა წურწუმიას „რისხვა“ ფარულავას მიმართ ამით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, ლელა შანსს არ უშვებს ხელიდან, „მტრები“ სხვებთან საუბარშიც რომ არ გალანძღოს და ია ფარულავას საზოგადოების წინაშეც კი არ ესალმება.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 153 /
NINA
ჭორაობა არ გეზარებათ მაინც ამ ჟურნალისტებს?????????????? მე თქვენ ადგილას მაგრად დავიღლებოდი :P
12:19 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტაბიძე
ეს "დიშოვკა" ფარულავა ყველას ლანძღავს და აგინებს. და ეს არის მსახიობი? თაკო გაჩეჩილაძეს რომ აგინა, არ გახსოვთ? თავისი უხეში ხასიათის გარდა, ვერაფრით დაგვამხასროვრა თავი. ფუუუ.
12:18 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ამ სტატიას ჟურნალისტიკასთან შეხება რომ არ აქვს გასაგებია მაგრამ ამხელა ბიჭს სახალხოდ ჭორაობა არ გიტყდება მაინც :))
12:10 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბობო
ასე მგონია კიწმარიშვილს 70 კბილი აქვს,ნამდვილი ზვიგენია
11:56 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
კიწმარიშვილი ფაშატს წააგავს, მომღიმარ ფაშატს
11:51 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
წურწუმიას თუ გაეხუმრა ია მერე რა მოხდა ამით დაიქცა ქვეყანა?ია მაგარი ქალია,მომწონს,ყველას წაკბინე ია,ძველი ბოზები ეხლა რომ დიდი მეოჯახეები გახდნენ და ცხვირაწეული რომ დადიან არ დაინდო.
11:17 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გაიანე
ია არის მაგარი ვულგარული ქალი...იქნებ ამით მაინც მივიქციოო ყურადღებაო და ლოშლოშებს რაც მოადგება ენაზე....:)
11:09 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტუგია
სტატიასი მოყვანილი პირები არ არიან საზოგადოების ყურადგების გირსნი,არც ერტი არ არის ტავისი საკმის პროფესიონალი.უფრო სწორედ რომ ვტკვა-მედროვეები რომლებმაც დროის უკუგმარტობიტ ისარგებლეს,კარტული საზოგადოების უდიდესი ნაწილისატვის მიუგებლები არიან როგორც ხელოვანები ასევე ტავიანტი ცხოვრების წესიტ!უბრალოდ ვიტყვი -ახლო წარსულსჰი არსებული პოლიტიკური კაოსის გამო საწირო დროს საწირო ადგილზე დამაგრდნენ...
10:53 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელო
კიწმარიშვილს პროთეზი დიდი რომ აქვს ვერ გრძნობს?
10:32 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბელა
უსაქმური ტუტუცი დედაკაცები
10:13 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS