16 მაისი, 2013
რატომ დაიგრძელა სანდრა რულოვსმა კაბა
ქართველი დიზაინერები, ჯერ კიდევ ოქტომბრამდელი შიშით რომ ცხოვრობენ, პირველი ლედის ჩაცმულობის გაკრიტიკებას მაინც ვერ ბედავენ. საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი ხშირად გამხდარა ჭორების ობიექტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილის სიმპათიას ყოველთვის იმსახურებდა. ჰოლანდიელი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე უცხოური ენის გარდა ქართულს და მეგრულსაც დაეუფლა, ხშირად აღიქმებოდა ყველაზე გაწონასწორებულ, სადა და უბრალო პირველ ლედიდ. გარედან ისე ჩანდა, რომ სანდრა არასოდეს ერეოდა ქვეყნის მართვაში, ამის გამოცდილება კი უახლოეს ისტორიაში ბევრი გვაქვს.

სანდრა რულოვსი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში,
ექთნის კურსები გაიარა და ერთ-ერთ საავადმყოფოში მედდად მუშაობდა.

ბოლო წლებში ბევრჯერ აუმხედრდა საკუთარი მოსახლეობა მოქმედ პრეზიდენტს და უამრავი აქცია გაიმართა მისი გადაყენების მოთხოვნით. მაშინ ხუმრობდნენ კიდეც, მიშა წავიდეს და სანდრა დარჩესო, მაგრამ მიშა დარჩა და სანდრა უფრო ნაკლებად ჩნდებოდა კამერების წინ. ის პრეზიდენტს მხოლოდ უცხოეთში ახლდა ოფიციალური ვიზიტების დროს, ხანდახან საქართველოშიც, როდესაც პრეზიდენტი მოსახლეობის მოხიბვლას ცდილობდა. სანდრა არასოდეს გამოირჩეოდა პოლიტიკური განცხადებებით და ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებდა. 

დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ სანდრა რულოვსი ხშირად გამხდარა ჭორების ობიექტი. ძირითადად იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ სანდრა მშობლიურ ჰოლანდიაში დაბრუნდა და საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებდა. ამის მიუხედავად, ის მაინც ჩნდებოდა პრეზიდენტის გვერდით და ჭორების ნაკადიც წყდებოდა.

სადა, თავმდაბალი პირველი ლედი არასოდეს აქცევდა საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას. ის მუდამ ერთი და იმავე ვარცხნილობით ჩნდებოდა, იშვიათად თმა ზევით ჰქონდა აწეული. სანდრა მაკიაჟს მსუბუქად, ან თითქმის არ იკეთებს, არც სამკაულებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, ეს თემა პირველი ლედის აქილევსის ქუსლი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებას მუდმივად უწუნებდნენ, ის არასოდეს გვახსენდება გამომწვევად ჩაცმული.

Rating27 თებერვალს ბაქოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პრეზიდენტის ფოტოების გამოქვეყნებას სერიოზული სკანდალი მოჰყვა. იმ დღეს ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს მეუღლეების თანხლებით შეხვდნენ. აზერბაიჯანის პირველ ლედის მეჰრიბან ალიევას, რომელსაც ხშირად გემოვნების ეტალონად მიიჩნევენ და მართლაც ულამაზესი ქალბატონია, არც იმ დღეს უღალატა გემოვნებამ, მაგრამ რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მისი კაბის სიგრძე სერიოზული განსჯის საგანი გახდა.

Ratingდღემდე არავინ იცის, რა მოხდა მაშინ და რატომ ეცვა ოფიციალურ მიღებაზე ჩვენს პირველ ლედის მოკლე კაბა, შესაძლოა, სანდრას იმ დღეს ვარდისფერმა კაბამ უღალატა, მაგრამ დღის ბოლოს „განჯლიკის“ სასახლეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის და პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას სახელით, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის პატივსაცემად გამართულ საღამოზე სანდრა შავი მოკლე კაბით და თეთრი მოსასხამით მიბრძანდა.

Ratingდრესკოდი, რომელიც იმ დღეს დაირღვა, დიდხანს იყო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი. ლამაზად ჩაცმული მეჰრიბანის ფონზე სანდრა რულოვსის კაბები მართლაც უმწეოდ გამოიყურებოდა. ფოტოები ბევრგან დაიბეჭდა, ინტერნეტშიც გავრცელდა, მაგრამ ქართველი დიზაინერები, ჯერ კიდევ ოქტომბრამდელი შიშით რომ ცხოვრობენ, პირველი ლედის ჩაცმულობის გაკრიტიკებას მაინც ვერ ბედავენ.

წამომიდგენია, რა რეაქცია მოჰყვებოდა, მსგავსი ჩაცმულობით ამერიკის ან რომელიმე წამყვანი ქვეყნის პირველი ლედი რომ დაეფიქსირებინათ. უცხოური მედია და ცნობილი დიზაინერები რჩევა-დარიგებით აიკლებდნენ კრიტიკის ობიექტს.

Ratingთუმცა არ ვიცით, რა მოხდა რეალურად, ქართული პრესის და სოციალური მედიის გამოხმაურებამ არგო თუ სანდრას ფოტოებზე საკუთარი თავი არ მოეწონა, ფაქტია, რომ ორი თვის შემდეგ, 8 მაისს, პრეზიდენტი ბაქოში ილჰამ ალიევის სახელით გამართულ სადილს დაესწრო, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტს მეუღლეებთან ერთად ისევ მოუწიათ შეხვედრამ.

Ratingმეჰრიბანი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სანდრა რულოვსი კი შავ-თეთრი უჯრებიანი კაბით და თეთრი მოსასხამით გამოცხადდა. რაც მთავარია, პირველი ლედის კაბა ამჯერად მუხლს სულ ოდნავ იყო აცდენილი და უფრო მეტიც, პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე, პირველი ლედი, მთლიანად მხოლოდ ერთგან ჩანს და ისიც მუხლებზე ჩანთა აქვს აფარებული.

Ratingსხვათა შორის, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების დათვალიერებისას ისიც აღმოვაჩინეთ, რომ სანდრამ შავ-თეთრი უჯრებიანი კაბა ბაქოში ვიზიტამდე ორი დღით ადრე გრემში, სააღდგომო ლიტურგიაზეც მოიხდინა.

ქეთი მელაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 69 /
ნია
მეც ძალიან მომწონს სანდრა, ცოტა უკეთესი დიზაინერი რომ ჰყავდეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ალიევას ასჯერ ჯობია შეხედულად
17:42 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გუბაზა
სანდრა დაგრჩათ თქვე უსაქმურებო. თქვენნაირებით რომაა ეს ქვეყანა სავსე იმიტომ არაფერი გვეშველება. საქმე აკეთეთ ჯობია თუ გეხერხებათ რამე ყბედობის გარდა ავყიებო. ME შენ რითი ჯობიხარ ან სად დაიბადე ან სად გაიზარდე ან რა განათლება გაქვს რომ სანდრაზე ჭორაობ შენზე მოგვიყევი შე კვერცხუჯრედო.
17:41 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ME
დიდი ბოდიშით, მაგრამ ვინც ჩახედული არ არის კონკრეტულ საკითხებში, ზედმეტად ნუ აქებთ ამ ქალბატონს. ჯერ ერთი, ჰოლანდიაში ცხოვრება არ ნიშნავს კულტურას, მით უმეტეს 24 ათასიან დაბის ტიპის ქალაქ ტერნეუზენში,სადაც არანაირი კულტურული და ისტორიული ძეგლი არ არის და ჰოლანდიის დონეზე ცნობილი ადამიანიც კი არ დაბადებულა.ამ დასახლებაში, ღარიბ ოჯახში გაზრდილ ქალს ჯინსების და ბოტასების მეტი არაფერი ცმია და ტრანსპორტი ველოსიპედი იყო (ამით იმას ვამბობ, რომ ჰოლანდიის დონეზე საკმაოდ გამოუსვლელი და კომპლექსიანი ტიპია, მოკლედ გოიმი). ენების ცოდნა ზოგადად განათლებას არ ნიშნავს და ნურც იმაში ემადლიერებით, ქართული რომ ისწავლა, რომ არ ესწავლა ის ნამდვილად ნაკლი იქნებოდა. რაც შეეხება მის საქართველოში საქმიანობას, ის ძალიან უხეშად ერეოდა ჯანდაცვის სისტემაში, მათ შორის სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სტრუქტურაში, მითვისებული აქვს ათეულობით მილიონი ლარი, წილში ეჯდა სხვადასხვა ორგანიზაციებს ჯანდაცვის პროგრამებში. ცალკე აქვს აშენებული ძალიან დიდი გუმბათიან სახლი დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე,ასევე უზარმაზარი სახლი ჰოლანდიაში. მისმა მშობლებმაც მილიონები იშივეს. ასე რომ, მისი მეგრულიც და ექთნის ფორმაში სიარულიც მხოლოდ პიარი და მოჩვენებითი საქციელია.
16:03 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგა ბოკერია
ვისაც გონია სანდრა არ ერეოდა ქვეყნის საქმეებში, ძალიან ცდება. მხოლოდ ჯანდაცვის პროექტებში ათეულობით მილიონი ლარის თანხები აქვს პირადად მას მითვისებული. აქვს რადიოარხი და ბიუჯეტიდან და გრანტებით ასევე რამდენიმე მილიონი აქვს მიღებული. ჯანდაცვის სამინისტროში დღესაც მისი დანიშნული კადრებია (ამჟამადაც მისი რეკომენდაციით ინიშნებიან). მისი მშობლები, რომლებიც საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ, სანდრას წყალობით ბოლო ხუთ წელში მილიონერები გახდნენ. ასე რომ, მისი მოკრძალება მხოლოდ მოჩვენებითია. ზოგიერთი ადამიანი, ვინც მისი დავალება არ შეასრულა, დააპატიმრეს.
15:21 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნეტა ბევრი გვკავდეს სანდრასნაირა ლამაზი და გონებიანი ქალები კველამ საკუტარ გარეგნობას მიხედოს უკეტესი იქნება
14:21 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაჰაჰა
სანდრა ევროპაში გაზრდილი ქალია- ჯინსებსა და ბოტასებში გაზრდილი.ისინი კი ჩაცმას დიდ ყურადღებას არ აქცევენ.-ევროპის სოეფლშია გაზრდილი და რა ქნას უნახავმა რა ნახაო დაემართა.
14:12 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ელიზაბედი
ტქვენ მეტი საქმე ვერ გამონახეტ?სანდრას რომ აკრიტიკებტ?ეს ქალი ბუნებიტ დაჯილდოვებულია სილამაზიტ ჯკუიტ და ყველაპრიტ, რა სჰესადარია იმატტან ,ვინც ატასსნაირ ქირურგიას მიმარტავს,და ისეტ მაკიაჯს იკეტებენ ,სჰეხედვაც კი არ მოგინდება, ყოველსჰემტხვევასჰი ისე არ იცმევს ცჰვენი ლედი,რომ ზოგიერტებივიტ ბიკინები უცჰანდეს, სადად და ზომიერად აცვია, ამ ქალს არაპერი არ აქვს გასაკრიტიკებელი, უბრალოდ არ იციტ რა მინუსი გამოუნახოტ ,და ედზებტ რაგაცას,ტქვენ ტავებს მიხედოტ ჯობია.
13:40 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
სანდრა მართლაც რომ ჯობია მეჰრიბანს. აზერბაიჯანის პირველ ლედის რომ კარგი გემოვნება აქვს და ლამაზად იცვამს, სულაც არ მიკვირს.სანდრა ევროპაში გაზრდილი ქალია- ჯინსებსა და ბოტასებში გაზრდილი.ისინი კი ჩაცმას დიდ ყურადღებას არ აქცევენ.
13:18 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
სანდრას არაფერიც არ აკლია, ერთი ცოდოა მაგ გიჟის ხელში, ნეტა ვინმე კაი ქართველს გაყოლოდა, დაუღირდებოდა ეს თავისი დიდი სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაინც ყველას უყვარს და ცუდს ვერავინ იტყვის მასზე, ის ბუნებით კარგია და ფანცებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს!
12:59 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
რა ვერ გავიგე და როგორც ვიცი სანდრას საუკეტესო დიზაინერი მაკა ნაცვლიშვილი აცმევსო(?), როგორ დავიჯერო მას ასე ბანძურად ეცვას? მაკა საუკეტესო დიზაინერია და როგორაა რომ ამ ქალს კი მაინც უბანძესად აცვია? გამარკვიეტ ფლზ
12:15 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS