16 მაისი, 2013
რატომ დაიგრძელა სანდრა რულოვსმა კაბა
ქართველი დიზაინერები, ჯერ კიდევ ოქტომბრამდელი შიშით რომ ცხოვრობენ, პირველი ლედის ჩაცმულობის გაკრიტიკებას მაინც ვერ ბედავენ. საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი ხშირად გამხდარა ჭორების ობიექტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილის სიმპათიას ყოველთვის იმსახურებდა. ჰოლანდიელი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე უცხოური ენის გარდა ქართულს და მეგრულსაც დაეუფლა, ხშირად აღიქმებოდა ყველაზე გაწონასწორებულ, სადა და უბრალო პირველ ლედიდ. გარედან ისე ჩანდა, რომ სანდრა არასოდეს ერეოდა ქვეყნის მართვაში, ამის გამოცდილება კი უახლოეს ისტორიაში ბევრი გვაქვს.

სანდრა რულოვსი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში,
ექთნის კურსები გაიარა და ერთ-ერთ საავადმყოფოში მედდად მუშაობდა.

ბოლო წლებში ბევრჯერ აუმხედრდა საკუთარი მოსახლეობა მოქმედ პრეზიდენტს და უამრავი აქცია გაიმართა მისი გადაყენების მოთხოვნით. მაშინ ხუმრობდნენ კიდეც, მიშა წავიდეს და სანდრა დარჩესო, მაგრამ მიშა დარჩა და სანდრა უფრო ნაკლებად ჩნდებოდა კამერების წინ. ის პრეზიდენტს მხოლოდ უცხოეთში ახლდა ოფიციალური ვიზიტების დროს, ხანდახან საქართველოშიც, როდესაც პრეზიდენტი მოსახლეობის მოხიბვლას ცდილობდა. სანდრა არასოდეს გამოირჩეოდა პოლიტიკური განცხადებებით და ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებდა. 

დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ სანდრა რულოვსი ხშირად გამხდარა ჭორების ობიექტი. ძირითადად იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ სანდრა მშობლიურ ჰოლანდიაში დაბრუნდა და საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებდა. ამის მიუხედავად, ის მაინც ჩნდებოდა პრეზიდენტის გვერდით და ჭორების ნაკადიც წყდებოდა.

სადა, თავმდაბალი პირველი ლედი არასოდეს აქცევდა საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას. ის მუდამ ერთი და იმავე ვარცხნილობით ჩნდებოდა, იშვიათად თმა ზევით ჰქონდა აწეული. სანდრა მაკიაჟს მსუბუქად, ან თითქმის არ იკეთებს, არც სამკაულებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, ეს თემა პირველი ლედის აქილევსის ქუსლი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებას მუდმივად უწუნებდნენ, ის არასოდეს გვახსენდება გამომწვევად ჩაცმული.

Rating27 თებერვალს ბაქოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პრეზიდენტის ფოტოების გამოქვეყნებას სერიოზული სკანდალი მოჰყვა. იმ დღეს ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს მეუღლეების თანხლებით შეხვდნენ. აზერბაიჯანის პირველ ლედის მეჰრიბან ალიევას, რომელსაც ხშირად გემოვნების ეტალონად მიიჩნევენ და მართლაც ულამაზესი ქალბატონია, არც იმ დღეს უღალატა გემოვნებამ, მაგრამ რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მისი კაბის სიგრძე სერიოზული განსჯის საგანი გახდა.

Ratingდღემდე არავინ იცის, რა მოხდა მაშინ და რატომ ეცვა ოფიციალურ მიღებაზე ჩვენს პირველ ლედის მოკლე კაბა, შესაძლოა, სანდრას იმ დღეს ვარდისფერმა კაბამ უღალატა, მაგრამ დღის ბოლოს „განჯლიკის“ სასახლეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის და პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას სახელით, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის პატივსაცემად გამართულ საღამოზე სანდრა შავი მოკლე კაბით და თეთრი მოსასხამით მიბრძანდა.

Ratingდრესკოდი, რომელიც იმ დღეს დაირღვა, დიდხანს იყო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი. ლამაზად ჩაცმული მეჰრიბანის ფონზე სანდრა რულოვსის კაბები მართლაც უმწეოდ გამოიყურებოდა. ფოტოები ბევრგან დაიბეჭდა, ინტერნეტშიც გავრცელდა, მაგრამ ქართველი დიზაინერები, ჯერ კიდევ ოქტომბრამდელი შიშით რომ ცხოვრობენ, პირველი ლედის ჩაცმულობის გაკრიტიკებას მაინც ვერ ბედავენ.

წამომიდგენია, რა რეაქცია მოჰყვებოდა, მსგავსი ჩაცმულობით ამერიკის ან რომელიმე წამყვანი ქვეყნის პირველი ლედი რომ დაეფიქსირებინათ. უცხოური მედია და ცნობილი დიზაინერები რჩევა-დარიგებით აიკლებდნენ კრიტიკის ობიექტს.

Ratingთუმცა არ ვიცით, რა მოხდა რეალურად, ქართული პრესის და სოციალური მედიის გამოხმაურებამ არგო თუ სანდრას ფოტოებზე საკუთარი თავი არ მოეწონა, ფაქტია, რომ ორი თვის შემდეგ, 8 მაისს, პრეზიდენტი ბაქოში ილჰამ ალიევის სახელით გამართულ სადილს დაესწრო, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტს მეუღლეებთან ერთად ისევ მოუწიათ შეხვედრამ.

Ratingმეჰრიბანი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სანდრა რულოვსი კი შავ-თეთრი უჯრებიანი კაბით და თეთრი მოსასხამით გამოცხადდა. რაც მთავარია, პირველი ლედის კაბა ამჯერად მუხლს სულ ოდნავ იყო აცდენილი და უფრო მეტიც, პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე, პირველი ლედი, მთლიანად მხოლოდ ერთგან ჩანს და ისიც მუხლებზე ჩანთა აქვს აფარებული.

Ratingსხვათა შორის, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების დათვალიერებისას ისიც აღმოვაჩინეთ, რომ სანდრამ შავ-თეთრი უჯრებიანი კაბა ბაქოში ვიზიტამდე ორი დღით ადრე გრემში, სააღდგომო ლიტურგიაზეც მოიხდინა.

ქეთი მელაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 69 /
ლოლა
მესამე ფოტოზე არ იკაიფეტ? რა მაზალო ფოტოა! აქეტ ტეტრებში და ისინი შავებში! ისეტი განსხვავებაა როგორც ცასა და დედამიწას შორის! სიგოიმისა და ელეგანტობის მაგალიტი! ანუ, როგორ არ უნდა ჩაიცვა და როგორ უნდა ჩაიცვა! სეგრცხვება ამატ სემხედვარე, ორივე ბანზუკა! სეეფერებიან ერტმანეტს სანდრა და მიხო :)
12:11 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკ
სანდრას ეპატიება, მაგატ ძვალში აქვტ ეგეტი გემოვნება!ყველას უკლებლივ!მშვენიერი ტანი, გრზელი ფეხები და ისე ბანზურად იცმევენ გული აგერევა!ეს ჩვენი სანდრა კი მარტლა დაიარკას გავს! არაფერი მაგას არ შველის ისე ბაზნურად იცმევს, არადა უშნო ქალი არაა ნამდვილად! მარა აუცილებელია ეს სახაშე ბარკლები გამოაჩინო?!რას გავს რააას
12:06 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
სანდრამ თავისი უბრალოებით და საქართველოსადმი გულთბილი დამოკიდებულებით ისე შემაყვარა თავი, როგორც ძალიან ახლობელმა ადამიანმა. ასათანავე ფაქტია, რომ ულამაზესი ქალია..არ უნდა და არ ხარჯავს ზედმეტ დროს თავის მოვლაში..თავის საქმეა..ისედაც მშეენიაერი ქალია.
12:04 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
და კიდევ ერთი, სილამაზე შინაგანი თვისებაა. მეჰრიბანი კარგი ქალბატონია, მაგრამ უზადო გემოვნებით, როგორც ამას ზოგიერთი "საკითხის მცოდნე" აღნიშნავს, არც ის გამოირჩევა, მიუხედავად უკიდეგანო შესაძლებლობისა, რომელიც ნამდვილად აქვს :)
12:03 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
სანდრამ იმდენს გაუძლო მიშას ხელში, რომ ყველაფერი ეპატიება. თუმცა გემოვნება ნამდვილად ღალატობს, თავისი თავმდაბლობით განათლებითა და უბრალოებით სპა–კორექცია–სტილისტ–მოსამსახურეებით განებივრებულ მეჰრიბანს პატარა ჯიბეში ჩაისვამს!
11:54 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ცუცა შენ რა ჩაიცვავ არავის არ აინტერესებს და არც არავინ დაინტერესდება, მაგრამ "პირველი ლედს" რომ გემოვნება ნოლი აქვს ამაში ორი აზრი არ არსებობს როგორ შეიძლება დახვეწილ და ულამაზეს მეჰრიბანს შეადარო ეს...სანდრა, უბრალოდ სასაცილოა...
11:37 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იბერიელი
სანდრა კარგი პირველი ლედია
11:29 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
უჯკვიანესი და ულამაზესი ქალია სანდრა ,მილიონჯერ სჯობია მეჰრიბან ალიევას..დაანებეთ თავი,სხვა რამე ნახეთ გასაკრიტიკებელი,ნუთუ მასალა ამოგეწურათ?
10:59 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სანდრას უბრალოება და თავმდაბლობა ყველაფერზე მაღლა დგას,დანარჩენი მეორეხარისხოვანია.მეჰრიბანს სჯობს,სათნო სახე აქვს სანდრას.
10:59 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ცუცა
ყველამ მივხედოთ ჩვენს თავს, არავის საქმე არ არის ვინ რას ჩაიცმევს და ვის რა აცვია.უხდება და აცვია რომ არ უხდებოდეს არც ჩაიცმევს ჭორიკნებო
10:58 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქართველმა დეპუტატმა ენზელ მქოიანმა თქვა: ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნამდვილ «პატრიოტებზე». პარტიის ლიდერის, დავით მოურავის ბოლოდროინდელი განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. რომელიც   მიმართულია უსაფრთხოების გარანტიების შექმნის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანაა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, ხოლო მოურავის  ნაირი პატრიოტი უნდა იყოს დაკავებული  დროებით დაკარგულ რეგიონებტან ხიდების აგებით.
სრულად წაკითხვა
მანუფაქტურებში ხელოსნებს სოფლიდან პატარა ბიჭები ჩამოჰყავდათ და მათთან პედოფილიური ურთიერთობები ჰქონდათო.
სრულად წაკითხვა
ბევრი მიზეზის გამო კი მასთან მხოლოდ საერთო მეგობრობას სჯერდება, რადგან ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და წლები აკავშირებთ
სრულად წაკითხვა
TOPS