25 სექტემბერი, 2015
დროის მართვის სამი ხერხი
21-ე საუკუნის ტემპი საშინლად აჩქარებულია, ქაოსური და მოუწესრიგებელია ჩვენი ყოველდღიურობაც. ვინ ასწრებს ყოველდღიურად გემრიელად საუზმობას, თავის მოწესრიგებას, ოჯახის წევრებთან დამშვიდობებას და სამსახურში მშვიდად, აუღელვებლად მისვლას? ჩემს ნაცნობებში ასეთები არ არიან.

არც ისეთები მახსენდებიან, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კმაყოფილები რომ ტოვებდნენ სამსახურს, თითქოს ყველა მნიშვნელოვანი საქმე პირნათლად შეესრულებინოთ და ახლა დროის ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლებისათვის დათმობას აპირებდნენ...ჩემს ირგვლივ ყველა ყოველთვის უდროობაზე წუწუნებს, სწორედ ამიტომ ხშირად გამიგონია ფრაზა "24 საათი ერთი დღისთვის საკმარისი არ არისო", სწორედაც, რომ
- არის და ეს თავად "დროის მეფედ" აღიარებული დევიდ ალენისგან შეგიძლიათ მოისმინოთ - ვინაიდან, ის დროის მართვის მეთოდოლოგიისGetting Things Done (GTD) ავტორი თავად გახლავთ და ამავე სახელწოდების წიგნის 2 მილიონამდე ეგზემპლარი აქვს გაყიდული.

თუკი თქვენს გონებაში ქაოსია, ალენის მეთოდოლოგიის მხოლოდ სამი პუნქტი გაითვალისწინეთ:

ორი წუთის პრინციპი

არ გადადო შემდგომში გასაკეთბლად საქმე, რომელიც მხოლოდ ორ წუთს მოითხოვს. ალენი გვირჩევს, რომ თუკი თათბირის დროს, მოულოდნელად, მოსაკითხად ბიცოლა დაგირეკავთ, უპასუხეთ! რადგან ორი ვარიანტია - პირველი, თქვენ მასთან დარეკვა დაგავიწყდებათ და მეორე, თათბირის განმავლობაში თქვენ რამდენიმეჯერ გაგახსენდებათ ბიცოლა "ხომ შეიძლება ბიძია გახდა ავად, ან რამე უჭირთ?!" დაისტრესებით და ნაკლებად პროდუქტიული იქნებით.

ერთნაირი საქმეები

გადაანაწილე საქმეები და დაახარისხე შინაარსის, დროისა და მნიშვნელობის მიხედვით.

წყალივით გონება

გახსოვდეს, რომ რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ვერ იფიქრებ. აი, მაგალითად ქვიშის საათი - წვრილ მილში რომ ერთის ნაცვლად ქვიშის რამდენიმე ნამცეცი ჩავყაროთ, მილი გაიჭედება და საათიც გაჩერდება. იგივე ემართება ჩვენს გონებას, როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთდროულად ვაწვდით. ჩვენ ვისტრესებით და პროდუქტიულები ვეღარ ვართ. გონება მოქნილი უნდა იყოს, წყალივით თავისუფალი და ჩვენს სურვილს უნდა ემორჩილებოდეს.

ალენის მეთოდებს კარგად იცნობენ მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნესწრეებში, თუმცა კავკასიის რეგიონს ის პირველად ოქტომბერში ესტუმრება. თიმე Lორდ-ს ასეულობით საჯარო ლექცია აქვს ჩატარებული დროის მართვასა და სტრესისგან თავისუფალ პროდუქტიულობაზე, ქართველი მსმენელისთვის ის პირველ მასტერკლასს 31 ოქტომბერს უკვე თბილისში ჩაატარებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS