Galaxy Note 20 Ultra არის მოწყობილობა, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე აწესებს სტანდარტს - თუ რას წარმოადგენს ჭეშმარიტად მძლავრი ფლაგმანური სმარტფონი. ის წარმოდგენილია უზარმაზარი, 6.9 ინჩიანი 120 ჰერციანი დინამიური AMOLED (ეკრანის კორპუსთან თანაფარდობა - 91.6%) უსაზღვრო ეკრანით, რომლის პიქსელების სიმჭირდოვე არის 508 ppi და აქვს უზარმაზარი 4500 mAh-იანი აკუმულატორი. უმცროსი მოდელისგან განსხვავებით აქ ასევე გვხვდება
Galaxy Note სერია რა თქმა უნდა წარმოუდგენელია S Pen-ის გარეშე. ყველა ახალი ტექნოლოგიისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვასთან ერთად Samsung-მა ახალი ნოუთის შ-Pენ კიდევ უფრო გააუმჯობესა და შეყოვნების დრო 42 მილიწამიდან 12 მილიწამამდე დაიყვანა. აღნიშნული გაუმჯობესება S Pen-ის მოხმარებას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის, როგორც ბიზნეს მომხმარებლებისთვის ასევე კრეატიული მიდგომების მოყვარული ადამიანებისათვის.
რაც შეეხება უმცროს მოდელს Galaxy Note 20-ს, მისი ეკრანი 6.7 ინჩიან უსაზღვრო სუპერ AMOLED ეკრანით არის წარმოდგენილი, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე 393 ppi. მისი მთავარი კამერა Ultra მოდელისგან განსხვავებით 12 MP-იანი სენსორით არის აღჭურვილი, მაგრამ დიდი ძმის იდენტურად ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. Note 20-ის მეორე კამერა ტელეფოტო 64 MP-იანი სენსორით არის წარმოდგენილი და მას გადასაღები პეიზაჟის ოპტიკურად 3-ჯერ , ხოლო ჰიბრიდული ზუმით 30-ჯერ დაახლოვება შეუძლია. მესამე, ულტრაგანიერი კამერა 12 MP-იანი სენსორით არის აღჭურვილი, სმარტფონის აკუმულატორი კი 4300 mAh-ს შეადგენს.
ორივე გაჯეტში გვხდება ახალი, Exynos 990-ის პროცესორები, რაც Samsung-ის შესანიშნავ პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად, მათ მსოფლიოში უსწრაფეს სმარტფონად აქცევთ. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, Galaxy S20-ში გვხვდება 8, ხოლო Ultra მოდელში 12 GB-იანი ვარიანტები, რაღა თქმა უნდა ორივე სმარტფონს აქვს სტერეო დინამიკები და IP68 სერტიფიკაცია.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ Samsung-მა ღონისძიებაზე ასევე წარადგინა ახალი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds Live, საათი Galaxy Watch3 და ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი კეცვადი ეკრანით Galaxy Z Fold 2.
Galaxy S20 სერიის წინასწარი შეკვეთები 6 აგვისტოს დაიწყო და საჩუქრად უახლესი უსადენო ყურსასმენი, Galaxy Buds Live მოყვება. წინასწარი შეკვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში (ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი); ასევე, თქვენ გაქვთ საშუალება ჩაერთოთ Trade-In აქციაში, მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი და მიიღოთ განსაკუთრებული ფასდაკლება ახალ ფლაგმანზე.
გვინდა შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონს აქვს ოფიციალური გარანტია და მას ემსახურება ავტორიზებული სერვის ცენტრი. იგი ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის და თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან. ამიტომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.
გახსოვდეს, ჰოლოგრამა გიცავს!