ჭარბ წონას უამრავი ადამიანი ებრძვის, ზოგი ამას ვარჯიშით ცდილობს, ზოგი დიეტით, თუმცა ბრძოლა ხშირად არის დამღლელი. ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებზე თამთა ჭურაძე საუბობს.
- სიმართლე გითხრათ, მარტივად გრამი არ დამიკლია ცხოვრებაში..
- მესმის, უამრავი დიეტით განაწამები ადამიანი მინახავს, განხიბლული, ხელჩაქნეული.. ამიტომ, ჩვენთან მიმდინარეობს ფსიქოლოგიური მუშაობა იმაზე, რომ პაციენტი მთლიანად გადაეწყოს წონის დაკლების რეჟიმზე, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ორგანულად და ჩამოუყალიბდეს ტანადი ადამიანის კვებითი ჩვევები
- თუ არ შიმშილობ და ყველაფერს ჭამ, რის ხარჯზე ხდება კლება?
- ადამიანს ჭარბი წონა აქვს იმის გამო, რომ მუდმივად "შიმშილი –გადაძღომის" რეჟიმში ცხოვრობს - ან სულ მშიერია, ან ბევრს ჭამს. სწორედ ამ რეჟიმის დარეგულირების ხარჯზე მიდის წონაში კლება. რა თქმა უნდა გვაქვს პატარ-პატარა საიდუმლოებები, რომელსაც კურსის გავლის დროს ეცნობა პაციენტი, და წონაში დაკლება საინტერესო და სასიამოვნო პროცესი ხდება მისთვის.
- რით განსხვავდება ბორმენტალი სხვა მეთოდებისაგან?
- ძალიან ბევრი დიეტა და ე.წ. სწორი კვებაა გავრცელებული ქალაქში ინტერნეტის და სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ ფსიქოლოგიური კუთხით ამ პრობლემაზე მუშაობა მხოლოდ ბორმენტალში ხდება. გვყავს ადგილობრივი და მოწვეული პროფესიონალი ფსიქოლოგები, რომლებიც ეხმარებიან პაციენტებს სასურველი შედეგის მიღწევაში და რაც ყველაზე მთავარია მის შენარჩუნებაში.
- ძალიან ბევრი დიეტოლოგი 6 ის მერე ჭამას კრძალავს თქვენთან როგორ არის.
- 6 საათის შემდეგ ისევე ჭირდება საკვები ორგანიზმს, როგორც მანამდე. სანამ ღვიძავს ადამიანს ის ენერგიას ხარჯავს, შესაბამისად ჭირდება უკან მიღება. ამიტომ ორგანიზმის სწორ კვებაზე გადაყვანა არის საჭირო, რაც აღადგენს ყველა მივიწყებულ საჭირო რეფლექსს, მათ შორის შიმშილის რეფლექსს. შიმშილის მიხედვით უნდა იკვებოს ადამიანმა და არა მაშინ, როცა გაახსენდება.
- ცომეული და ტკბილეული?
- სასურველია ყველა კვება დავასრულოთ იმ დესერტით, რომელიც გვიყვარს. თუმცა აუცილებელია მანამდე კარგად იკვებოს, მიიღოს სრულფასოვანი საკვები საუზმის, სადილის, ვახშამის სახით და მხოლოდ სრულფსოვანი კვების შემდეგ მიირთვას დესერტი.
- წონის მატების მიზეზებზე რას იტყოდით?
- ინდივიდუალურია. თუმცა როგორც წესი, ჭარბი წონა ფსიქოსომატური დაავადებაა, რომელიც მარტივად, წარმოიქმნება რომელიმე სფეროში თვითრეალიზაციის დეფიციტის გამო. ადამიანი ემოციური შიმშილის კომპენსირებას იწყებს ზედმეტი საკვებით და შედეგად სუქდება.

- რამდენად ხშირია ჭარბწონიანობა რა სახის პრობლემები ექმნება ადამიანს ჭარბის წონის გამო?
- ფიზიოლოგიური კუთხით ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემებია ჰორმონალური დისბალანსი, მაღალი წნევა, ქოშინი. და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჭარბ წონას ეწირება ყველაზე ძვირფასი – ნერვები!
- თქვენი მეთოდი მადას აქვეითებს?
- პირიქით, მეთოდი მუშაობს იმაზე რომ ადამიანმა ჭამოს საჭმელი გემრიელად და მადიანად შიმშილის მიხედვით.
- ეს როგორ ხდება?
- შიმშილის რეფლექსის აღდგენის შედეგად. თუ ხართ დაკვირვებული, რომ ადამიანი ყველაზე გემრიელად და მადიანად ჭამს მაშინ როცა შია?
- ხშირად ამბობენ, რომ დილით რომ ვსაუზმობ სულ მშია...
- მშვენიერია, ასეც უნდა იყოს, მაქსიმუმ 4 საათში უკვე უნდა მოგშივდეთ, ეს ნორმალურია, ასეთია შიმშილის რიტმი სხეულში, მიიღეთ ენერგია, რომელიც დაიხარჯა და ისევ საჭიროა მისი მიღება. ამიტომ უნდა მიირთვათ, ეს პირველ რიგში უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებულ მუშაობას და ცხიმის დაგროვება აღარ მოხდება. თქვენ კი გექნებათ ენერგია და სიმსუბუქე სხეულში, რომ გააგრძელოთ შემდგომი საქმიანობა.
- როგორ მოგმართოთ?
- ტელეფონის საშუალებით ხდება ჩაწერა პირველად უფასო კონსულტაციაზე: თბილისი ტელ: 2519997. 2326828. ქუთაისი 235953. ბათუმი 293881. მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას მეთოდის და პირობების შესახებ. რის შემდეგაც იწყებთ ჩვენი კურსის გავლას. და დადიხართ მანამ სანამ არ მიხვალთ სასურველ წონაზე.
- და რა ღირს ეს სიამოვნება?
- ერთწლიანი კურსის ღირებულებაა 700 ლარი. შესაძლებელია 3- დან 24 თვემდე განვადება.(0%)
ნინია მეტრეველი