ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის სამუშაო გამოცდილებას, 1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი. 2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია Georgian Air-ის კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის
ცნობისთვის, ცქიტიშვილი ერთ-ერთი იმ მოხელეთაგანია, რომელსაც მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა. კერძოდ, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1-ელ იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 94 500 ლარი შეადგინა. მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში პრემიერ კვირიკაშვილის შემოსავალი 51 369,57 ლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს მთავრობის კაბინეტის ახალი წევრი მაია ცქიტიშვილი. 2018 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero.
დეკლარაციის შევსების მომენტში ცქიტიშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 582,17 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა. ამასთან, ფლობს შპს “თბილისის კომერციული ქონების“ 75%-იან წილს. დეკლარაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ცქიტიშვილის შემოსავალმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე 94 500 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ქონების გადასახადის სახით ცქიტიშვილის გასავალმა გასულ წელს 3 299,19 ლარი შეადგინა.
განაგრძეთ კითხვა: