"რეიტინგი" მსახიობის რძალს ქეთი აბაშიძეს ესაუბრა:
- ლეილა კლინიკაში 9 დღის წინ მოვათავსეთ. უგონო მდგომარეობაშია, ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა და რა მოხდება, არ ვიცით. მთელი ოჯახი ცუდად ვართ.
- აწუხებდა ჯანმრთელობა?
- ჰაერის უკმარისობას ხშირად უჩიოდა.
- ამბობენ, რომ მძიმე გაჭირვებაში უწევდა ცხოვრება, ასეა?
- არ არის ახლა გაჭირვებაზე ლაპარაკის დრო. ხალხი ჩვენზე გაჭირვებულად ცხოვრობს. აბაშიძის ქალი თავის გასაჭირზე ვერ
ილაპარაკებდა.