14 თებერვალი, 2018
"ახლა გაჭირვებაზე ლაპარაკის დრო არ არის" - რას ამბობს ლეილა აბაშიძის რძალი მსახიობის მდგომარეობის შესახებ
ლეილა აბაშიძე საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს.

"რეიტინგი" მსახიობის რძალს ქეთი აბაშიძეს ესაუბრა:

- ლეილა კლინიკაში 9 დღის წინ მოვათავსეთ. უგონო მდგომარეობაშია, ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა და რა მოხდება, არ ვიცით. მთელი ოჯახი ცუდად ვართ.

- აწუხებდა ჯანმრთელობა?

- ჰაერის უკმარისობას ხშირად უჩიოდა.

- ამბობენ, რომ მძიმე გაჭირვებაში უწევდა ცხოვრება, ასეა?

- არ არის ახლა გაჭირვებაზე ლაპარაკის დრო. ხალხი ჩვენზე გაჭირვებულად ცხოვრობს. აბაშიძის ქალი თავის გასაჭირზე ვერ
ილაპარაკებდა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
კარგად ყოფნას გისურვებთ
კარგად ყოფნას გისურვებთ მთელ ოჯახს ქალბატონო ქეთი მადლობა ადეკვატური პასუხისათვის, რომ არ ისურვეთ საზოგადოება დაგესტრესათ უსარგებლო და უთავმოყვარეო წუწუნით, რასაც ალბათ ძალინ შეეცადა ჟურნალისტი
11:51 / 17-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯენილო
,, მაგარი,,კაცი ხარ არასად დაიკარგო! გგონია სულ მაგ ასაკის იქნები?
18:55 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
დალი
ქართული კინოს მშვენებას ჯანმრთელობას ვუსურვებ.
12:52 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატო
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს დიდი მსახიობს, იმედია ამ სახელმწიფოში ჩვენს საამაყო ვარსკვლავს ლეილას მაინც არ ჩააგდებდნენ გაჭირვებაში ?
12:35 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯენილო
ნეტავი ყვავივით 300 წელი ვცხოვრობდეთ ადამიანები,რა იქნება აააა!!
10:48 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
გუგული
რატომ გინდათ, რომ ყველა გაჭირვებულად გამოიყვანოთ? ქალბატონ ლეილას „ერთი კაცი" ძალიან დიდი ხანია რამდენიმე ათასით (თვეში!) ეხმარება.
20:33 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვიურად სულ ცოტა 3000 ლარით ეხმარებოდა. შეგიძლიათ ნახოთ სია.
17:36 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS