10 დეკემბერი, 2017
პოჭოჭიკი და ფოლხვა გასაგებ ენაზე - რა იქნება დაუშვებელი ტექ-დათვალიერების ამოქმედების შემდეგ
საქართველოში ავტომობილების ტექ-დათვალიერება სავალდებულო ხდება. AUTO BILD-ის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ ტექ-დათვალიერების, როგორც ტერმინის, ზუსტი და სწორი ფორმა არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. თუმცა, ტექ-დათვალიერება უფრო მოკლე და ყველასათვის გასაგები, დამკვიდრებული ტერმინია.
არაერთხელ ითქვა, რომ ტექ-დათვალიერება 2018 წლის პირველი იანვრიდან ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ვერ მოესწრო - ამიტომაც, გეგმა ისევ შეიცვალა.
► 2018 წლის პირველი იანვრიდან უბრალოდ გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც სავალდებულო შემოწმებას აქამდეც ექვემდებარებოდნენ, თუმცა, მათი
ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტური იყო. იგულისხმება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილები.

► 2018 წლის პირველი ივლისიდან ტექ-დათვალიერებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები გაივლიან.

► 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ტექ-დათვალიერება სავალდებულო გახდება იმ მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა 3000 კუბურ სანტიმეტრზე მეტია. ანუ, თუ ავტომობილის ძრავის მოცულობა არის 2 986 კუბური სანტიმეტრი, რასაც ვუწოდებთ ხოლმე 3,0-ს, მას ამ თარიღიდან არ მოუწევს ტექ-დათვალიერების გავლა. განმარტებაში ნათქვამია, რომ 3000-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

► 2019 წლის პირველი იანვრიდან, ანუ, ერთი წლის შემდეგ, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას კი უკვე ყველა დანარჩენი ავტომობილიც გაივლის - ანუ, საქართველოს მთელი ავტოპარკი 2019 წლის დასაწყისიდან, წლის ბოლომდე.

ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ, ორი წლის განმავლობაში თუ რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

ფოლხვა და პოჭოჭიკი გასაგებ ენაზე - მევლუდ მელაძის ”თარგმანი”


Auto Bild რეგლამენტის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში უცებ ძალიან პოპულარული გახდა სიტყვები ”ფოლხვა” და ”პოჭოჭიკი”. ეს და კიდევ არაერთი ასეთი სიტყვაა ნახსენები იმ მოთხოვნებში, რაც ავტომობილმა ტექ-დათვალიერების გასავლელად უნდა დააკმაყოფილოს.
პოჭოჭიკი ძალიან ძველი სიტყვაა და იმ დროიდან მოდის, როცა ურმებით დავდიოდით.
იმისათვის, რომ მძღოლებისთვის ყველაფერი გასაგები ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, რეგლამენტში გაწერილი რამდენიმე მოთხოვნა ბარბარიზმებით, ანუ, ხელოსნურ ენაზე გვეთარგმნა და დასახმარებლად მევლუდ მელაძეს მივმართეთ. მას წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც - მევლუდ მელაძე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და წარმატებული ქართველი ავტომრბოლია.

► მაშ ასე: ტექ-დათვალიერების ზოგიერთი მოთხოვნა ყველასათვის გასაგებ ენაზე - ანუ, რა არის პოჭოჭიკი და რას ნიშნავს ფოლხვა.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS