08 დეკემბერი, 2017
დაპირისპირება რუსთავის 22-ე სკოლაში - ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტს სკოლის დირექტორი, ეკატერინე ცხვედაძე ადასტურებს. როგორც ცხვედაძე აღნიშნავს, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ტელეკომპანია "ქვემო ქართლის" ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია. 

წყარო: ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
იაიაია
ეს საიტი იმით იყო საინტერესო, რომ განსხვავებულ მასლაებს აქვეყნებდა, მაგალითად, ათასგვარ რჩევას თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, საინტერესო ისტორიებს ცნობილი ადამიანების (არა ქართველი ე.წ. სელებრიტების შესახებ, რა თქმა უნდა) შსახბ ახლა კი ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციების გადმომღერებით საერთოდ უინტერესო გახდა !!!!!! რა ხდება, სად წავიდა თქვენი ორიგინალობა????
11:32 / 11-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ლანა
რა ჭირი გჭირთ ამისთანა რა ბოღმა და შური გჭირთ ქართველებს ამისთანა შვილებს რო ზრდით თქვე უჯიშოებო
15:20 / 10-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS