08 დეკემბერი, 2017
"ორივე მათგანი საკანში განცალკევებით იმყოფება" - რა მდგომარეობაში არიან თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები?
მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს"სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორივე არასრულწლოვანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ბრალდებულ მოსწავლეებთან ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ.

"ორივე მათგანი საკანში განცალკევებით იმყოფება", - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში და აღნიშნეს, რომ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების ადვოკატისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს
დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად,


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS