დღეს, საზეიმოდ გახსნაზე, Apple Premium Reseller-ის მაღაზიაში, სტუმრებს დახვდებათ 20%-იანი ფასდაკლება iPad-ის პლანშეტებზე Mac-ის კომპიუტერებზე და iPhone-ის სმარტფონებზე. ფასდაკლებასთან ერთად სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა საინტერესო გასართობი აქტივობა და ცოცხალი მუსიკა ცნობილი ბენდის შესრულებით.
აღსანიშნავია, რომ გახსნის დღეს საჩუქრის მიღების საშუალება ყველა სტუმარს მიეცემა.
აქცია შეეხება Apple-ის სხვადასხვა პოპულარულ პროდუქტს. მათ შორის ნებისმიერი ფერის iPhone 7
აღნიშნული პროდუქციის ფასები გახსნის დღეს ყველაზე გამორჩეული იქნება მსოფლიოში. "საქართველოში ასეთი ჯერ არავის გაუკეთებია, ფასები შეიძლება იგივე ან უფრო დაბალიც კი იყოს ვიდრე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში. აქამდე ვინც ცდილობდა შეეძინა Apple-ის პროდუქცია უფრო ხელსაყრელ ფასად უცხოეთში ან ე.წ. "შავ ბაზარზე", შეძლებენ ოფიციალური შესაბამისად ხარისხიანი პროდუქციის მიღებას ბევრად უფრო მომგებიან ფასად ოფიციალურ მაღაზიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენ ვუყურებთ, როგორც საჩუქარს ჩვენი მომხმარებლისთვის და არა როგორც შემოსავალს", - განმარტეს iSpace-ში.

პლანშეტები და კომპიუტერები ხელმისაწვდომი იქნება iSpace-ის გახსნისთანავე, რომელიც შედგება 8 დეკემბერს 19:00 საათზე "გალერია თბილისი"-ის მეორე სართულზე. სპეციალური ფასები იმოქმედებენ მხოლოდ გახსნის დღეს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.
"ჩვენ აქტიურად ვემზადებით სტუმრებთან შესახვედრად, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ დღეს იქნება შემოთავაზებული საუკეთესო ფასები, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასს გულისხმობს. ფასდაკლებასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ცოცხალი მუსიკა და დასაჩუქრდნენ სხვადასხვა ნივთებით" - აღნიშნა iSpace- ის ბრენდ მენეჯერმა სოფო ჭუმბურიძემ.
გახსნის ცერემონიაზე მეორე სართულის ატრიუმში მოეწყობა Apple-ის სამყარო სხვადასხვა გასართობი ზონით, მათ შორის: ცოცხალი შესრულება პოპულარული ბენდის მიერ, საინტერესო ფოტო ზონა, ბავშვების გასართობი კუთხე, "bubble" შოუ და სხვა. გასართობი ზონების გარდა, სტუმრები შეძლებენ შეისწავლონ iPad-ზე ხატვა და თავად გახდნენ მხატვრის ინსპირაციის წყარო. ყველა სტუმარს მიეცემა შანსი, მოიპოვოს საჩუქარი ღონისძიების მსვლელობის დროს.
მაღაზიაში გამოყოფილი იქნება სპეციალური სექცია Flex მაგიდის სახით, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, გაიგონ უფრო მეტი Apple-ის პროდუქიის ფუნქციებზე, და მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რაც მათ თავიანთი უნიკალური პროდუქციის გაუმჯობესებაში დაეხმარება. iSpace-ი პირველი გააცნობს თავის მომხარებელს მსოფლიო სიაახლეებს და შეინარჩუნებს კონკურენტუნარიან ფასებს ბაზრის დონეზე.
თეკლე ჯანელიძე
(R)