და თუ თქვენ საახალწლო სამზადისი ჯერ არ დაგიწყიათ, მაშინ უკვე დროა, რომ ამ საკითხზე დაფიქრდეთ და ჩამოაყალიბოთ გეგმა.
პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა
მოიფიქრეთ, სად შეხვდებით ახალ წელს
ამბობენ, ძაღლი ყველაზე ერთგული მეგობარიაო. სწორედ ამიტომ გირჩევთ, 2018 წელს მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში, ან საყვარელ ადამიანთან ერთად შეხვდეთ და არავითარ შემთხვევაში - მარტო. მოიფიქრეთ, სახლში გირჩევნიათ ახალი წლის ღამის გატარება თუ წვეულებაზე. თუ ახალი წლის შეხვედრას არაოჯახურ გარემოში გადაწყვეტთ, მაშინ დროულად დაიჭირეთ თადარიგი და გაარკვიეთ, სად როგორი პროგრამაა. დროულად დაჯავშნეთ მაგიდაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, სასურველ წვეულებაზე მოხვედრა ვერ მოახერხოთ. კიდევ ერთი რჩევა - თქვენ შეიძლება ახალი წლის ღამის განსაკუთრებულ წვეულებაზე უფასოდაც კი მოახერხოთ დასწრება და თან საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან ერთად. ასეთ შანსს კომპანია ”ჰოთსეილი” და მისი კონკურსი #ფოტოჰოთსეილთან ერთად გთავაზობთ. კონკურსმა სტარტი ახლახანს აიღო და მისი გამარჯვებული 10 დეკემბერს გამოვლინდება. საჩუქარი კი ნამდვილად განსაკუთრებულია - დაუვიწყარი საახალწლო ტური სასტუმროში Castello Mare Hotel & Wellness Resort 2 ადამიანისთვის. მონაწილეობის წესები საკმაოდ მარტივია. www.hotsale.ge-ს განახლებულ ვებსაიტს კომპიუტერში ან სმარტფონში უნდა გადაუღოთ ორიგინალური ფოტო და ატვირთოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, ჰეშთეგით: #ფოტოჰოთსეილთან. აქვე აუცილებლად უნდა მონიშნოთ Hotsale.ge-ც. რჩეულს თავად კომპანიის ადმინისტრაცია გამოავლენს.
შეარჩიეთ სადღესასწაულო და ტრენდული ტანისამოსი
ახალი წელს განსაკუთრებულ ფორმაში უნდა შეხვდეთ. თუ თქვენ დეკემბრის ბოლო დღეებში საოჯახო საქმეებით ხართ ხოლმე დაკავებული, მაინც გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულ ფორმაში შეხვდით. არ დაზოგოთ დრო და ენერგია, რომ სწორედ ის ტანისამოსი შეარჩიოთ და შეიძინოთ, რაშიც თავს განსაკუთრებულად გრძნობთ. ახალი წლის ღამეს თქვენზე არანაირი შეზღუდვები არ უნდა მოქმედებდეს.
საყვარელ ადამიანებს გაუკეთეთ საჩუქრები
საჩუქარი ადამიანებს აბედნიერებს. ამიტომ ეცადეთ, ორგინალური და ინდივიდუალური საჩუქრები გაუკეთოთ ყველა თქვენს ახლობელსა და მეგობარს, ვისი გახარებაც გსურთ. აუცილებელი არაა, საჩუქარი ძვირადღირებული იყოს. მთავარია, ის თითოეულ ადრესატს ინდივიდუალურად შეურჩიოთ მისი გემოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
და ბოლოს, აუცილებლად ჩამოაყალიბეთ მომავალი წლის გეგმა, დაისახეთ მიზნები, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში და ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედეთ მიზნის მისაღწევად.