27 ნოემბერი, 2017
რა არის Dolby Atmos კინოთეატრი, რომელიც “გალერია თბილისში” გაიხსნება
30 ნოემბრიდან “გალერია თბილისში” პირველი Dolby Atmos კინოთეატრი “კავეა გალერია თბილისი” გაიხსნება. “კავეა გალერია თბილისის” 6 დარბაზი, Dolby Atmos აუდიო სისტემის გარდა, ახალი თაობის, სუპერ კომფორტული სავარძლებითა და 4K - უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით 700-მდე სტუმარის ერთდროულად მიღებას შეძლებს.

რა არის Dolby Atmos კინოთეატრი?

Dolby Atmos აუდიო სისტემა მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც, კინოდარბაზში, ხმის 360 გრადუსით გადაადგილება არის შესაძლებელი და თითოეული ბგერა მაქსიმალურად რეალურია. Dolby Atmos აუდიო სისტემა, Surround Sound–ის შემდგომი თაობის ტექნოლოგიაა, რომელმაც კინოს
შემქნელებისთვისაც ახალი შესაძლებლობები განავითარა. ეს არის განცდა, რომ ნებისმიერი მოქმედება ფილმში შენს გარშემო ხდება, რადგან Dolby Atmos აცოცხლებს თითოეულ კადრს, სცენას და ფილმის ისტორიას შენს გარშემო. მას ფიზიკური წვდომა აქვს 64 დინამიკთან და შეუძლია თითოეული ბგერა, ინდივიდუალური ჟღერადობით მიიტანოს მაყურებლამდე, სწორედ ამიტომ “კავეა გალერია თბილისში” ფილმის ყურების პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იქნება.
პირველი Dolby Atmos კინოთეატრი მაყურებლებს 30 ნოემბრიდან ელის.


Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS