10 ნოემბერი, 2017
ქართველი ჟურნალისტი "ვოგის" იბიექტივში მოხვდა
მოდის კვირეულები მიიწურა, თუმცა, ახლა ე.წ ფეშენისტები საერთაშორისო გამოცემების შეფასებებს და street style-ის ფოტოსესიებს ეცნობიან.

ჟურნალ "vogue"-ის უკრაინული გამოცემისთვის გამოქვეყნებულ კოლექციაში ქართველი ჟურნალისტის ხატია ბიბილურიძის ლუქიც ვიხილეთ.

ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა ჟურნალისტის მიერ ქართველი დიზაინერების კოლექციით აწყობილი outfit: მარიამ გვასალიას 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის ვერცხილისფერი ქურთუკი და likaforlika-ს ფეხსაცმელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქურთუკზეც და ფეხსაცმელზეც დემნა გვასალიას გავლენა იგრძნობა. უკვე რამდენიმე სეზონია,  ბალენსიაგას სახლისთვის შექმნილი გათანამედროვებული „დუტი“ ძალზედ აქტუალურია, ასევე - სპორტული ფეხსაცმელი.

ხატია ბიბილურიძე კავკასიის უნივერსიტეტის
მედიის ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS