09 ნოემბერი, 2017
TOP 5 საუკეთესო ლუქი თბილისის მოდის კვირეულიდან
რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში მოდური აურზაური შეიმჩნეოდა. ეს ყველაფერი კი Tbilisi fashion week-ის დამსახურებაა. ერთ სივრცეში თავი მოეყარათ ისეთი ცნობილი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენელბს, როგორებიცაა: Vogue, Elle, WWD, Fucking Young და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ყველა მათგანის ყურადღება აღმოსავლეთ ევროპის, კერძოდ ქართული მოდის მიმართ იყო გამახვილებული.

„Tbilisi Fashion Week შეიძლება არ იყოს ტრადიციული მოდის კვირეული აი ისეთი, როგორსაც თქვენ ლონდონში, მილანში და პარიზში იხილავთ. მაგრამ ეს არის ის, რასაც იმედი ჰქვია - მოდის მომავალი, ქუჩის სტილიდან
პოდიუმამდე", - ასეთ შეფასებას ნახავთ www.fashionbloc.co.uk-ის გვერდზე, რომელმაც ასევე მოდის კვირეულიდან 5 დიზაინერი გამოარჩია თავისი ლუქებით.

თუმცა, სტატიის ავტორი სეზონის ფავორიტად, საერთაშორისო მოდის რედაქტორებთან ერთად პირველ პოზიციაზე Atelier 27-ს ასახელებს.

ბრენდის მესვეურები ქეთი ლაკერბაია და ანი ქათამაძე გახლავთ.

Atelier 27-მა მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო უნიკალური, ტრადიციული სტილის შემუშავებით, რომელიც თანამედროვე ქართულ-ხალხურ ელემენტებს მოიცავს.

Rating

მეორე ადგილის პატივი ბრენდ Sayya-ს წარმომადგენელს დიზაინერ ლუბა მაკარინის კოლექციას ხვდა წილად. მან მუსიკით ინსპირირებული, კერძოდ 90-იანი წლების თემატიკით შთაგონებული ლუქები წარმოგვიდგინა.

Rating

მესამე ადგილი Zlatotsveta Petrova-მ დაიკავა. მან მკაცრი, ინდივიდუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი გვიჩვენა.

Rating

რიგით მე-4 ადგილი დაიკავა ქართული ბომონდის, მომავლის დიზაინერად წოდებულმა ლაშა ჯოხაძემ, რომელმაც ე.წ ფეშენისტებს დახვეწილი, საქმიანი და ელეგანტური ქალი წარუდგინა.
Rating

მე-5 ადგილი დააგვირგვინა ქართველმა დიზიანერმა ქეთი ჩხიკვაძემ, რომელმაც შემოდგომის სეზონზე ნამდვილი გაზაფხული-ზაფხული მოიყვანა. დისკო ინტერიერში წარმოდგენილი რომანტიკული ელემენტებით შთაგონებული კოლექცია, რომელსაც კიდევ უფრო ყვავილის პრინტები აცოცხლებდა.
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
გალერეა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS