გოგონას კომიდან გამოყვანა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე მან მხოლოდ თვალის გახელა შეძლო. ხატიას დედის ინფორმაციით, გოგონას ხელის მტევნებზე რეფლექსური რეაქციებიც დაუბრუნდა, თუმცა საუბარზე არ რეაგირებს. ხატიას გამოსაჯანმრთელებლად მისი საზღვარგარეთ წაყვანა აუცილებელია, რადგან საქართველოში არ ტარდება ის ოპერაციები, რომლებსაც საჭიროებს.
"ხატიას გადასაფრენად სპეცთვითმფრინავია საჭირო, რომელიც საქართველოში არ არსებობს და თურქეთიდან უნდა გამოვითხოვოთ. ეს 29 ათასი ევრო ჯდება. თავად საფრანგეთიდან
ცოტა ხნის წინ ფეისბუქ გვერდზე "ფონდი სიკეთის კვალი" ხატიას დედის, თეო სიდამონიძის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული.
"გთხოვთ მეგობრებო დავეხმაროთ ოჯახს როგორც შეგვიძლია, არ დავუშვათ ახალგაზრდა გოგოს გული გაჩერდეს. დავეხმაროთ თუნდაც მცირედით, ყოველი თეთრი მისი სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხატია გადასაყვანია სასწრაფოდ საფრანგეთში რაც ძალიან დიდი თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს კი მიზერული თანხაც კი არ აქვს ჯერ.
თქვენი იმედი გვაქვს ჩვენც და ხატიას ოჯახსაც ,რომ დაგვეხმარებით და დროულად შევძლებთ თანხის შეგროვებას.გააზიარეთ პოსტი ბევრი კეთილი ადამიანის გულამდე რომ მივიდეს ეს ინფორმაცია.
როგორც იცით ხატია იმყოფება კომაში 7 სექტემბრიდან და წევს 9 სავადმყოფოში რეამინაციაში . მას ერთხელ უკვე გაუჩერდა გული და ექიმებმა შეძლეს მისი გამოყვანა რთული მდგომარეობიდან. არ დავუშვათ ამ პატარა გოგოს გულის სამუდამოდ გაჩერდეს" - ნათქვამია ტექსტში, რომელიც ვიდეომიმართვას ერთვის.
განაგრძეთ კითხვა: