საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგად არც ისე კარგი ფაქტები გამოიკვეთა. ამჯერად ბატონ მიხეილთან პურის გარშემო
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ვერ აწარმოებს პურს იმ ოდენობით, რამდენსაც მოიხმარს და სჭირდება. უფრო სწორად, საქართველოში ხორბლის მარცვალი უკვე 4-5 წელია, 10-12 პროცენტი იწარმოება. ეს მაჩვენებელი ერთი პერიოდი 8 პროცენტამდეც იყო დასული, რაც კატასტროფაა. პური ისეთი საბაზო პროდუქტია, რომელიც სასურსათო მოხმარების მდგრადობას განსაზღვრავს. კრიტიკულ მომენტებშიც კი ამ პროდუქტზე მოსახლეობას უარის თქმა არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არ შეუძლია, რადგანაც ჩვენთან პურს მოხმარებაში დიდი წილი უკავია, - მოხმარების სტრუქტურაში ის დაახლოებით, 60-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.
- იქ, სადაც ეს საკითხი მოგვარებულია, როგორ არის საქმე?
- მიიჩნევენ, რომ პურის მოხმარება სტრუქტურაში 20-დან 25 პროცენტამდე უნდა მერყეობდეს. სხვა საკითხია და პრობლემაა, რომ ეს პროდუქტი დაბალი ხარისხის და არაჯანსაღია, - ეს თემაც წინამორბედ პრობლემას ებმის, რის გამოც საფრთხის წინაშე ვართ!
მოკლედ, თავად ხორბლის პროდუქტის თვითუზრუნველყოფა საქართველოში მხოლოდ ერთი თვეა საკმარი, ანუ ქვეყანას თავისი შესაძლებლობით შეუძლია თავი ერთი თვე ირჩინოს, აწარმოოს ერთი თვის საარსებო ხორბალი, თან მაშინ, როცა ამ პროდუქტს ასეთი დიდი მოხმარება აქვს, რადგანაც კვების სტრუქტურაში, ნაკლებია ხორცის, თევზეულის, ბოსტნეულის, რძის ნაწარმის, ხილის გამოყენება. ამიტომ ამ კომპონენტების შევსება ხდება პურით.
პური კი ავსებს ორგანიზმს, მაგრამ მას საჭირო მიკროელემენტები თუ ბევრი სხვა რამ აკლდება, რის გამოც ორგანიზმი იფიტება და ზოგადად, ერი ასეთი კვებით სუსტდება. თან, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ხარისხიან პურს იღებს. წარმოიდგინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მეორეა, რომ წლებია, ადამიანი უხარისხო პურს ჭამს.
განაგრძეთ კითხვა: