ანამ გადაწყვიტა ებრძოლა. ამ დროს ის მარტო არ იყო. გვერდით ედგა ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, სრულიად უცნობი ადამიანები და კვალიფიციური ექიმები. ჩატარდა 8-საათიანი გადაუდებელი, საკმაოდ რთული ოპერცია,
დღეს მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ახლა რისკი იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე. ორგანიზმიდან რეზექცირებული ორგანოების გამო, რესურსი თითქმის ამოწურულია. დაავადების არასტანდარტული მიმდინარეობის მიზეზით, ქართველ და ევროპელ ექიმებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ გაგრძელდეს მკურნალობა, რადგან საქმე გვაქვს სიმსივნის იშვიათ ფორმასთან. მისი მართვის გამოცდილება პრაქტიკულად არ არსებობს. ვინაიდან ქიმიოთერაპიის ის სქემა, რომელიც ანას ამ ეტაპზე ესაჭიროება, საკმაოდ რთული გადასატანია, საჭიროა მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება. ეს კი საკმაოდ დიდ თანხას, 50 000 ევროს საჭიროებს.
ანამ სიკვდილი ბევრჯერ დაამარცხა და დანებებას არც ახლა აპირებს. მისი 7 წლის გუგა დედიკოს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს და უნდა მის გვერდით იყოს დიდ ხანს, მონატრებული "პრინცესული" გრძელი თმით.
დავეხმაროთ ანა კობაიძეს ამ ურთულეს ბრძოლაში. თითოეული ლარი მისი სიცოცხლის საფასურია!
ანგარიშის ნომერი: ს/ს "საქართველოს ბანკი"
ბანკისკოდი: BAGAGE22
ანგ. ნომ: GE64BG0000000854723500
მიმღები: კობაიძე ანა