ბოლო პერიოდში წარმატებული კომპანიები ამ მიმართულებით გააქტიურდნენ და

ჰუგო ბოსმა თავისივე სახელობის კომპანია 1923 წელს დააფუძნა. თავდაპირველად სამხედროებს უკერავდნენ ფორმებს, მოგვიანებით კი კომპანიის ნაწარმი უფრო მრავალფეროვანი გახდა. ამჟამად ბრენდი აქტიურად მუშობს როგორც ტანსაცმლის ხაზზე, ასევე სასჩუქრე პროდუქციის მიმართულებაზე. მოდის რევოლუციონერი პიერ კარდენი კი 1945 წელს ჩავიდა პარიზში და მაღალი მოდის ფერხულში ჩაება. მას შემდეგ საუბრები პიერ კარდენზე არ შეწყვეტილა. ბრენდის პროდუქცია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სწორედ მათი პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტა ”ბიბლუსმა” ქართველ საზოგადოებას Hugo Boss-ისა და Pierre Cardin -ის სასაჩუქრე პროდუქცია შესთავაზოს. წარმატებული ქართველი მამაკაცები კი არასდროს იტყვიან მათ ტარებაზე უარს.
”ბიბლუსის” მიერ წარმოდგენილმა საკმაოდ ფართო არჩევანმა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის გემოვნებიანი, დახვეწილი საჩუქრის შერჩევის პროცესი გაამარტივა. ამ ეტაპზე Luxury Gifts-ის სერიის ფარგლებში „ბიბლუსი“ 2 ბრენდის სასაჩუქრე ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს, მაგრამ ახლო მომავალში იგეგმება ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება და წარმოდგენილი ბრენდების სიაც გაიზრდება. აღნიშნული პროდუქცია წარმოდგენილია „ბიბლუსი გალერეებში“: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7, ქ. ბათუმი მემედ აბაშიძის 52.
R