- ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლებს სხვადასხვა მიდგომა აქვთ - ერთნი უფრო მკაცრად აკონტროლებენ დღის რეჟიმს, საკვებს, მუდამ ყურადღებით არიან, რომ ბავშვს ეცვას თბილად, ეხუროს ქუდი. ამ
- რა თქმა უნდა, ზომიერების მომხრე ვარ! ყველა მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ბავშვს სურვილები შეუსრულოს, მაგრამ ჩვენთან ბავშვის საკვები და სათამაშო, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად საიმედოა. ზოგიერთი ბავშვის სათამაშო სხვადასხვა მომწავლელ ნივთიერებას შეიცავს და საკვებიც არაჯანსაღია.
ამიტომ მშობელი იყოს ძალიან ფხიზლად, ბავშვს შეურჩიოს ჯანსაღი, ხარისხიანი, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული საკვები... ერთ წლამდე ბავშვისთვის ყველაზე კარგი საკვები დედის რძეა, რომელიც შეუცვლელია.
დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ბავშვი ხშირად თავის რძით გამოკვებოს! აუცილებელია დედაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, არ იყოს მწეველი! დაახლოებით ორი წლის წინ გამოვეცით სახელმძღვანელო, რომელსაც ქვია - `ორსულთა, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება.
სხვადასხვა ელოქტრონულ საიტებზეც განვათავსეთ ჩვენი მონაცემები, მაქსიმალურად სრულფასოვნად და სწორად როგორ უნდა იკვებებოდეს დედა... თუ დედას სამწუხაროდ რძე არ აქვს, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს. ბავშვის ხელოვნური საკვები საქართველოში უამრავი სახის გახლავთ და ყველა მათგანი ბალანსირებული, მაქსიმალურად მიახლოვებულია დედის რძესთან.
თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ დედის რძე შეუცვლელი, ოქროს სტანდარტია ბავშვთა კვებაში!
რაც შეეხება სათამაშოს, ჯობია ბავშვს ჰქონდეს ერთი ხარისხიანი სათამაშო, ვიდრე უამრავი მავნე ზემოქმედების სათამაშოები... ჩაცმის მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონი. სასურველია ბავშვის სამოსი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იყოს. არ არის აუცილებელი ბავშვის შეფუთვა თუ ქარიანი ამინდი არ არის. ქარიან ამინდშიც არ არის შეფუთვა საჭირო, მაქსიმალურად დაცული ყურები უნდა იყოს. ზედმეტმა ჩათბუნვამ შეიძლება ბავშვი გადაახუროს განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს.
- შეგიძლიათ მშობლებს მისცეთ ჯანმრთელი ბავშვის გაზრდის რამდენიმე ოქროს წესი?
განაგრძეთ კითხვა: