ზუსტად ამ გრძნობის გაცოცხლება გვსურს
მამუკა გორგოძის საგმირო, შთამაგონებელი ამბის გადმოცემისთვის, ძალიან ბევრი ადამიანის შემოქმედებითი ენერგია გავაერთიანეთ, ბევრი გული ჩავდეთ, რათა მაყურებლის გულიც თამამად ავაძგეროთ. ჩვენ ერთად ვართ, ეს არის მთავარი და ერთად კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ! “ -გვესაუბრალუდინატახტარისბრენდმენეჯერიანაქარჩავა
კონცეფციის შემუშავება და აღსრულება კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ს ეკუთვნის, რეჟისორი NannoJiskoot და ოპერატორი TiborDingelstad ჰოლანდიიდან მოვიწვიეთ, ეფექტებზე ლევან ლაფაჩმა და მისმა Halfpace Studio-მ იმუშავეს. ქართული რაგბისა და ქართველთა გამარჯვების არაოფიციალური ჰიმნი, ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების დაუვიწყარი სიმღერა “თავისუფლება” ეპოქალურ საბრძოლო მარშად აქციეს ბესო კაჭარავამ და ზვიად მღებრიშვილმა (Post Red Audio, თბილისი).
იხილეთ ვიდეო: