გაჭირვების დროს ახვლედიანების ოჯახს უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ა
„მოგესალმებით ყველას. გახსოვთ ალბათ ჩემი სახლის და მევახშეების ისტორია. ისტორია, სადაც უძრავი ქონების შემსყიდველი, გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, გვთხოვდა უკან, დაგროვილ ვალს, რომელიც ინვალიდის სავრძელში მყოფ ჩემს ნათესავს მოხმარდა, თუმცა ამ ვალის ლომის წილი მაინც ჯარიმებმა შეადგინა.
გადაუხდელობის შემთხვევაში, მიჰქონდათ ჩემი და ჩემი ოჯახის სახლი (მათთვის ვინც, არ იცის ეს ისტორია). პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა დახმარებისათვის, იმ გაჭირვების დროს.
უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანის მხრიდან, ვიგრძენით ძალიან დიდი მხარდაჭერა, მორალური თუ ფინანსური. მადლობა დიდი იმ ხელოვან ხალხს, ვინც უსასყიდლოდ გადმოგვცა თავიანთი ნამუშევრები, გამოფენა-აუქციონისათვის, რომელსაც "თიბისი ბანკმა" გაუკეთა ორგანიზაცია.
შედეგად, შეგროვდა გარკვეული თანხა. იმედი გვქონდა, ამ ძნელბედობის დროს, ეს თნხა წინ წაიგდებდა ჩვენ საქმეს და მთლიანი თანხის რაღაც ნაწილს გაუსტუმრებდა ჩვენს მევალეებს.
უკვე დაწყნარებულები ვიყავით, რომ გადახდის საწყის ეტაპზე, ეს თანხა გაგვიადვილებდა მე და ჩემს ოთხ შვილს, სახლის შენარჩუნებაში. დარჩენილ ნაწილსაც ეტაპობრივად დავფარავდით. სამწუხაროდ, ჩვენდა განსაცვიფრებლად, ,,მევახშეები“ შეგროვებულ თანხას ხელს არ კიდებენ და ...